ჩაბარების ვადა:

4 აგვისტო 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T160 - ტენდერი სანათებისა და ნათურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს სანათების და ნათურების შესყიდვაზე.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საქონლის და მომსახურების დასახელება:

  • 1. 4x14W A6/C414 (შიდა) SANDY
  • 2. სანათი 202 37 12A Metalic grey DELTA (ბელგია)
  • 3. 452050F ნათურის გარეშე Metalic grey Veksan
  • 4. PAR AR111-12V/50W OPPLE
  • 5. TD336HG/SC-2PLC 2x13W MTD1662 OPPLE
  • 6. PL-C YDN 13-2H 6500 OPPLE
  • 7. TD214S/Y/SC MINI/w/Glass OPPLE
  • 8. YDN13W 2S 6500 OPPLE
  • 9. T5 14W 6500 K (Cool Daylight) OPPLE


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).

საგარანტიო მომსახურება (1 წელი).

სხვა მოთხოვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 23 ივლისიდან – 2014 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის ვადით
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთეულის ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
  • ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ავთო სალუქვაძეს: ტელ: 2 444 444 (4252). მობ: 577 74 02 83
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 04 აგვისტო, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ელექტრო საქონლის შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=305&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".