ჩაბარების ვადა:

10 აგვისტო 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1600 - სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერის ახალი ინიციატივა

ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ პროგრამის ფარგლებში, იწყებენ ახალ ინიციატივას რომელიც ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერას.

პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD), პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რათა მათ განავითარონ და გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი ტრეინინგების, ცნობიერების ამაღლებისა და საინვესტიციო მხარდაჭერის გზით.

აღნიშნული ინიციატივა ცხადდება მხოლოდ, იმ კოოპერატივებისთვის რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ წინა ინიციატივებში და ნებისმიერი კოოპერატივისთვის რომელშიც წევრთა უმრავლესობა ქალია.

ინიციატივაში მონაწილე კოოპერატივები, დამატებით უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იურიდიულად რეგისტრირებული, მოქმედი ბიზნეს ერთეული, რომელსაც გააჩნია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი
  • ამჟამად ფუნქციონირებს პროგრამის სამიზნე რომელიმე მუნიციპალიტეტში: საჩხერე, ჭიათურა, ვანი, სამტრედია, ქარელი, ხაშური, კასპი, გორი, საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა და ნინოწმინდა.
  • შეუძლია მინიმუმ 15% თანხობრივი (ნაღდი ფულით) და 15% არათანხობრივი თანამონაწილეობა ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას.

ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია მერსი ქორფსის ვებ-გვერდზე: www.mercycorps.ge 2016 წლის 25 ივლისიდან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის თანაინვესტირების კოორდინატორს ირაკლი ხეროდინაშვილს, შემდეგ ტელ. ნომერზე: 225 24 71 / 72

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შევსებული სააპლიკაციო ფორმა, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელ სერთიფიკატის ასლთან ერთად უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: ge-applicaion@mercycorps.org ელ-ფოსტის საგნის ველში უნდა ჩაიწეროს კოოპერატივის დასახელება. სააპლიკაციო ფორმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 აგვისტო. 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ