ჩაბარების ვადა:

8 თებერვალი 2023, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T16035 - ტენდერი კრეატიული სააგენტოს შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს კრეატიული სააგენტოს შერჩევაზე.

ტენდერი წარმოდგენილია ორ ლოტად: 

  • 3 მარტის კამპანიის კონცეფცია, დაგეგმვა და შესრულება (ReBank_ Creative Brief _ March 3 Campaign);
  • 2023 წლის scope-ის მიხედვით მომსახურების ყოველთვიური გადასახადის და ცალკეული კრეატიული ფორმატების ფასების შემოთავაზება (ReBank Creative scope 2023 AF); 

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ჩვენს შესახებ:

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 

შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე: 

  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა) 
  • პორტფოლიოს ლინკი;
  • ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია)
  • სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 2 წლის გაცემული)
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
  • რეკვიზიტები; 

სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge; m.karchaidze@pashabank.ge; 

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

შეფასების კრიტერიუმებია: 

  • პირობები;
  • ხარისხი;
  • შემოთავაზებული ფასი; 

სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 8 თებერვალი, 2023წ. 15:00 საათი

დამატებითი ინფორმაცია: საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით: 
მარიამ ქარჩაიძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 577 03 81 02
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge; m.karchaidze@pashabank.ge

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ. 

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 

თანდართული დანართების ჩამონათვალი: 

  • Tender application – ReBank_Creative Agency;
  • ReBank_ Creative Brief _ March 3 Campaign;
  • ReBank Creative scope 2023_AF;
  • დანართი 2 - Application Form GEO/English;
  • დანართი 3 - Confidentiality GEO/English;

ტენდერის კატეგორია:

  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა