ჩაბარების ვადა:

2 აგვისტო 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1608 - ტენდერი სენდვიჩ-პანელით მოწყობილი ოფისის დემონტაჟზე, ტრანსპორტირებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “გლობალ ტრანსი” აცხადებს ტენდერს სენდვიჩ-პანელით მოწყობილი ოფისის დემონტაჟზე, ტრანსპორტირებასა და მონტაჟზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია: 

  • 108 მ2 ოფისის ადგილმდებარეობის შეცვლა: მისამართიდან ქ. თბილისი, ვანის ქუჩა N1 - მისამართზე ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა N2;
  • მასალა - სენდვიჩ-პანელი;

სამუშაოების ჩამონათვალი:

  • კონტეინერის დაშლა;
  • 120 მ2 10 მმ სისქის ბეტონის საფარის მონგრევა;
  • კონტეინერის ტრანსპორტირება მისამართზე ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა N2;
  • კონტეინერის აწყობა.

კონტეინერის პარამეტრები და ფოტოები გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, ვანის ქუჩა N1 არსებული სიტუაციის სანახავად და დეტალების შესასწავლად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია მომსახურების ღირებულების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 2 აგვისტოს 17:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; გადახდის პირობა - 30%; შესრულების ვადა - 30 %.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 1. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 20 37 77. საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგაძე; 2. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. სატენდერო წინადადების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ