ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16082 - ფასთა გამოკითხვა გეომემბრანის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

RMG Gold LLC აცხადებს ფასთა გამოკითხვას გეომემბრანის შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი - გეომემბრანა
  • მოთხოვნილი პროდუქციის დეტალური აღწერილობა: გეომემბრანა 1.5 მმ (პრიალა ორივე მხარე) - 16 000 მ2 
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 09.02.2023, 18:00 Tbilisi Local Time

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული ან რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული. 

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება; 
  • გადახდის პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია); 
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები; 
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

მონაწილე კომპანიამ კომერციულ წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მემბრანის (ორი ცალი, ზომით 1 მ x 0,5 მ - ზე) ნიმუში.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1 
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი: 
ლილე პირველი 
ელ. ფოსტა: LPirveli@richmetalsgroup.com
Т +995 579 552 051

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები