ჩაბარების ვადა:

28 ივლისი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T162 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის კუთვნილ ფართში (სენაკი, ჭავჭავაძის 78) ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

მომსახურების დასახელება:

  • 1. სარემონტო სამუშაოები - სენაკი, ჭავჭავაძის 78


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.
  • კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა
  • კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად.

სარემონტო სამუშაოების დეტალური აღწერილობა:

  • 45 კვადრატული მეტრის მიშენება არსებული ალუმინის ფასადის გამოყენებით
  • არსებული ცოკოლის მოპირკეთების და ტროტუარის ფილების გამოყენებით
  • კონსტრუქციული სამუშაოები უნდა ჩატარდეს სს „საქართველოს ბანკი“-ს მიერ მოწოდებული კონსტრუქციული ნახაზის მიხედვით
  • შიდა ფართის სრული კოსმეტიკური რემონტი შპალერის გამოცვლით
  • 145 (ასორმოცდახუთი) კვადრატული პარაპეტის გამოცვლა მთელი შენობის პერიმეტრზე, ბეტოპანის ფილებით
  • დამატებულ ფართში იატაკის ფილების და ხალიჩის მიწოდება მოხდება ბანკის მხრიდან.


ტენდერში მონაწილე კომპანიებმა სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფორმა იხილეთ კონკრეტულ ტენდერზე თანდართულ ფაილებში.

ტენდერში შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული, აღნიშნული ფასი არ შეიცვლება, თუ ბანკის მხრიდან არ მოხდება სამუშაოების დამატება.


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 24 ივლისიდან – 2014 წლის 28 ივლისის ჩათვლით
  • დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს. ტელ: 2 444 444 (4121). მობ: 595 599030
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება
  • თანხის გადახდა მოხდება ავანსის სახით, შემდეგი პრინციპით 35%-35%-30%
  • სარემონტო სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით
  • ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური კლების ბიჯი განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარს
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ
  • გთხოვთ, მომსახურების ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 ივლისის, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=307&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".