20 თებერვალი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT16233 - ტენდერი ბანკის ფილიალებსა და სათაო ოფისში HVAC სისტემების დაპროექტებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის ფილიალებსა და სათაო ოფისში HVAC სისტემების დაპროექტების მიზნით კომპანიის ან ლიცენზირებული ფიზიკური პირის შესარჩევად, ქვემოთ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად:
- გათბობა, კონდეცირება, ვენტილაცია, სანტექნიკა, ცივი/ცხელი წყალი;
- დაპროექტებული პროექტის განხორციელებისას, პროექტის შემსრულებელს მოუწევს ვიზიტების განხორციელება ფართებში, ფარული სამუშაოების გადამოწმება და პრობლემური საკითხების გადაჭრა;
- საქმის დასრულებისას პროექტის შემსრულებელს, მოუწევს მოცულობების, შესრულებული სამუშაოების გადამოწმება ხარჯთაღრიცხვის/პროექტის მიხედვით და შესაბამისი საბოლოო დასკვნის შედგენა;
- დაპროექტებული პროექტის განხორციელებისას წარმოშობილი პრობლემის შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულად გამოწვეული იქნება პროექტის შედგენისას დაშვებული შეცდომის შედეგად, გამოსწორების ვალდებულება დაესკირება პროექტის შემსრულებელს;
ტენდერში წარსადგენი დოკუმენტაცია:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით (დანართი #1);
წინადადებების განხილვისას, საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე კომპანიას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 თებერვალი, 17:00 საათი. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია არქიტექტორი გიორგი ანჯაფარიძე,
მობ: 595 78 78 07;
ელ-ფოსტა: giorgi.anjaparidze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები