20 თებერვალი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT16234 - კვლევა სხვადასხვა მახასიათებლის წნორის ლომის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს კვლევას სხვადასხვა მახასიათებლის წნორის ლომის შესყიდვაზე. კვლევაში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).
რეგისტრაციისთვის, ტენდერის დასრულებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი შესყიდვების მიმართულებით:
თეონა ფიცხელაური
ელ. ფოსტა: tpitskhelauri@bog.ge
მობ: 577 52 42 35
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 თებერვალი, 17:00 საათი.
ძირითადი მოთხოვნები:
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია,სარეკომენდაციო წერილები);
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პროდუქტის დასახელება (დანართი 1);
წნორის ლომი 1 ვერსია
- ლომის ზომა და სადგამის ზომა ერთად: სიგრძე: 7 სმ, სიმაღლე: 5,5 სმ
- ლომის მასალა: თითბერი (მოოქროვილი/ობსიდიანი)
- სადგამის მასალა: ქვა
- რაოდენობა: 200 ცალი
წნორის ლომი 2 ვერსია
- ლომის ზომა და სადგამის ზომა ერთად: სიგრძე: 7 სმ, სიმაღლე: 5,5 სმ
- ლომის მასალა: ვერცხლი (მოოქროვილი/ობსიდიანი)
- სადგამის მასალა: ქვა
- რაოდენობა: 200 ცალი
კვლევაში მონაწილე კომპანიამ, უნდა წარმოადგინოს ნიმუში მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში)
ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
ტენდერის კატეგორია:
- 14500000 სამთო მრეწველობასა და კარიერის დამუშავებასთან დაკავშირებული პროდუქტები
- 18500000 სამკაულები, საათები და მონათესავე ნივთები
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა