1 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16251 - ტენდერი სარემონტო/სარეკონსტრუქციო და არქიტექტურულ-დიზაინერული მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარემონტო/სარეკონსტრუქციო და არქიტექტურულ-დიზაინერული მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია კონკურენტუნარიან ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
- შემსყიდველი განიხილავს 1 ან მეტი კომპანიის შერჩევას და შესაძლოა რეგიონის მასშტაბით დიფერენცირებულად;
- შემსყიდველი გააფორმებს ერთ ან ორ წლიან ხელშეკრულებას 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
შესყიდვის პირობები:
შესყიდვის ობიექტია 2023 წლის განმავლობაში განსახორციელებელი:
- ბანკის სერვისცენტრის/ოფისის სრული სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოები;
- კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები;
- რებრენდინგის შემთხვევაში - ნაწილობრივი სარეკონსტრუქციო/კოსმეტიკური სამუშაოები;
ბანკის დასტანდარტებული დიზაინის/კონცეფციის უკეთ აღსაქმელად იხ. დანართი №6 - რენდერები.
შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელი უნდა იყოს მის მიერ ჩატარებულ რემონტზე, შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლიანი საგარანტიო პირობით.
ლოტი II- დიზაინერული მომსახურება- შემსყიდველი კომპანია გააფორმებს 1 ან 2 წლიან ხელშეკრულებას ფასების უცვლელობის პირობით. ამ ლოტში წინასწარ განსაზღვრული არ არის თუ საშუალოდ რა რაოდენობის შეკვეთა იქნება წლის მანძილზე.
დამატებითი მოთხოვნები:
- კომპანია ვალდებულია საჭიროებისამებრ განახორციელოს ვიზიტი სერვისცენტრში სარემონტო სამუშაოებისა და დიზაინერული მომსახურების შესაფასებლად.
- შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს „სამუშაოს“ შესრულებისათვის აუცილებელი ყველა პირობა: კვალიფიციური პერსონალი, ტექნიკა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების წესების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და „დამკვეთის“ მიერ შემუშავებული შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნები და ა.შ.
ერთეულის ფასები გამოსახული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს:
- მასალისა და მომსახურების ფასს;
- ყველა გადასახადის გათვალისწინებით,
- მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს
ანგარიშსწორების პირობები:
- კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 ან 2 წლიან ხელშეკრულებას საჭიროების მიხედვით, სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
- მომსახურების ფასი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება უცვლელი.
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ყოველი შესყიდვის/მომსახურების დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
გამარჯვებულის გამოვლენა:
- ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
სატენდერო კომიტეტი განიხილავს www.tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს ერთზე მეტ კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- მასალისა და მომსახურების ფასი
- მომსახურების ხარისხი
- კომპანიის გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
- მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 1 მარტი - 18:00 საათი.
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე არსებული კითხვა-პასუხის მოდული; ნებისმიერი კითხვა და ნებისმიერი პასუხი ხელმისაწვდომია როგორც რეგისტრირებული ასევე არარეგისტრირებული მომხმარებლისთვის
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 1 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
მიხეილ ჩიბურდანიძე
Email: ggogadze@credo.ge
T: 591750872
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები