ჩაბარების ვადა:
6 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16291 - ტენდერი თერმომეტრების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თერმომეტრების შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
საკვების ტემპერატურის გასაზომი ციფრული თერმომეტრი:
- საორიენტაციო რაოდენობა - 500 ცალი;
- ზონდის სიგრძე: 14-15 სმ;
- ტემპერატურის დიაპაზონი: -50 / +300 ℃;
ტენიანობის და ტემპერატურის საზომი თერმომეტრი მაცივრისთვის (თერმო-ჰიგრომეტრი):
- საორიენტაციო რაოდენობა - 4 000 ცალი;
- ტემპერატურის დიაპაზონი: -50 / +70 ℃;
- ტენიანობის დიაპაზონი: 10% დან- 99% მდე;
- სასურველია სურათზე მოცემული მოდელი (სენსორის სიგრძე 1,5 მ), ასევე განიხილება ალტერნატიული მოდელები;
ტენიანობის და ტემპერატურის საზომი თერმომეტრი საწყობისთვის (თერმო-ჰიგრომეტრი):
- საორიენტაციო რაოდენობა - 500 ცალი;
- ტემპერატურის დიაპაზონი: -50 / +70 ℃;
- ტენიანობის დიაპაზონი: 10% დან- 99% მდე;
- თერმომეტრი უნდა ემაგრებოდეს ზედაპირს მყარად;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ზომა, სამუშაო ტემპერატურა, მაქსიმალური ცდომილება (±˚C), კვება (ელემენტი, დენის წყარო და სხვა), მწარმოებელი ქვეყანა, აქვს თუ არა გაზომილი ტემპერატურების შენახვის ფუნქცია და ა.შ.);
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თერმომეტრის ნიმუშები;
- შეკვეთის შემთხვევაში ყველა თერმომეტრი უნდა იყოს დაკალიბრებული;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 მარტი, 18:00 საათი.
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
- შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები