ჩაბარების ვადა:
10 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T16302 - ტენდერი ქ. თბილისში სასაწყობე შენობის მშენებლობაზე
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მარტი, 18:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბალავარი” აცხადებს ტენდერს მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე ქ. თბილისი, ლილო იუმაშევის ქ.#23-ში (ს/კ 01.19.26.004.347) სასაწყობე შენობის მშენებლობაზე.
სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) თვის ვადით.
დაინტერესებულ კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 01 მარტის ჩათვლით.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ქონდეს:
- ა) ზოგადი სამშენებლო სამუშაოების შესრულების ჯამური გამოცდილება არანაკლებ 5,000,000 ლარის ოდენობით.
- ბ) ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის გამოცდილება, არანაკლებ 500,000.00 ლარის ოდენობით. - პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, კერძოდ პროექტის მენეჯერი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილებით არანაკლებ 5 წელი.
- დამატებითი დეტალური მოთხოვნები იხილეთ თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციაში.
პრეტენდენტის მიერ ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა;
- დანართი N2 - თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე;
- დანართი N3 - ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი;
- დანართი N4 - თანხმობა შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადებისა (დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი);
- დანართი N5 - ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- დანართი N6 - ინფორმაცია შემოთავაზებული პერსონალის შესახებ;
- ინფორმაცია ავანსის მოთხოვნის შესახებ;
- ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ (კომპანიის პროფილი);
- განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- განახლებული ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ.
დამატებითი მოთხოვნები
- შეთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის დღგ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 10 მარტი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
გიორგი ყიფიანი, ტელეფონის N: 555 53 55 66
ანა ქავთარაძე, ტელეფონის N: 591 94 84 88
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები