ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2023, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T16325 - ტენდერი ავტომობილების რეცხვის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან,  აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ჰუმანიტარული მიდგომა, პატივისცემა, დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა და პატიოსნება.

ინფორმაცია მოთხოვნილ საქონელზე და პირობებზე

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს ფასთა კვოტირებაზე მოთხოვნილი მომსახურების ფასის დაფიქსირებით ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (დღგ)- გარეშე. 

Service description / მომსახურების აღწერა

  • Vehicle Washing service 4x4/მანქანის რეცხვის მომსახურება 4x4
  • Sedan Wasing service/ სედანის რეცხვის მომსახურება
  • Dry cleaning service for Vehicle 4x4/მანქანის ქიმწმენდის მომსახურება 4x4
  • Dry cleaning service for Sedan/სედანის ქიმწმენდის მომსახურება
  • Engine washing service  for Vehicle 4x4/ მანქანის ძრავის რეცხვის მომსახურება 4x4
  • Engine washing service  for Sedan/ სედანის ძრავის რეცხვის მომსახურება

ვადები:

  • შემოთავაზების საგანი: ავტომობილების რეცხვის მომსახურება 
  • სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2023 წლის 21 თებერვალი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 7 მარტი 
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00 საათი

მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ: 

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ). 
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
  • გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას).
  • World Vision ბავშვთა და მოზრდილთა დაცვის პოლიტიკა - არ საჭიროებს  გადმოგზავნას 

დამატებით კომპანიის მიერ გადმოსაგზავნი დოკუმენტები:

  • კომპანიის/ორგანიზაციის მფლობელის დასკანერებული პირადობის მოწმობა/პასპორტი
  • კომპანიის/ორგანიზაციის ამონაწერი სჯარო რეესტრიდან ინგლისურ ენაზე

შემოთავაზების წარდგენის ფორმა:

  • დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ საჭირო კვალიფიკაციას და გამოცდილებას, მოწვეულნი არიან, წარმოადგინონ ინტერესის გამოხატვა: rfq.geo.tbs@drc.ngo
  • ან დალუქული კონვერტით DRC ოფისში თბილისში, საქართველო, საბურთალოს რაიონი, ალ. ყაზბეგის გამზ. #2, კორპუსი #3, II სართული, ოფისი #4 კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: irma.gobronidze@drc.ngo

შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
  • უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად 

ანგარიშსწორება:

  • ანგარიშსწორება მოხდება ლარში, მოთხოვნილი ნივთების/სერვისების მოწოდებისა და ორივე მხრიდან  მიღება-ჩაბარების  აქტის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები