ჩაბარების ვადა:

3 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16343 - ტენდერი სხვადასხვა სახის სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

მსხვილი ამბულატორიული სერვისების მომწოდებელი კომპანია აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვის მიზნით და მონაწილეობისთვის ვიწვევთ შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებს. ლაბორატორიული კვლევების ჩამონათვალი და სავარაუდო წლიური რაოდენობები მოცემულია თანდართულ ექსელის ფაილში.

ტენდერის პირობები:

  • იმ შემთხვევაში თუ მონაწილეს სრულად არ შეუძლია მომსახურების გაწევა ექსელის ფაილში მითითებულ კვლევებზე, შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ კვლევებზე, რისი ჩატარებაც შეუძლია;
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კვლევის მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს დამკვეთის მოთხოვნისამებრ;
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავად უნდა უზრუნველყოს მასალის სამი ლოკაციიდან (საბურთალოს რაიონი; გლდანი ნაძალადევის რაიონი; ისანი - სამგორის რაიონი) ტრანსპორტირება დღის განმავლობაში 2-ჯერ (13:00სთ – 16:30სთ).
  • კომპანია ვალდებულია ექსელის ფაილში მიუთითოს კვლევის პასუხის მიწოდების ვადა;
  • კომპანიამ საჭიროა შეავსოს ექსელის ფაილში მხოლოდ ყვითლად მონიშნული ველები და არ განახორციელოს არანაირი ცვლილება.

დამატებითი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტებს აუცილებელია, რომ გააჩნდეთ და წარმოადგინონ ლაბორატორიული საქმიანობისათვის საჭირო ყველა შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა;
  • პრეტენდენტებს სასურველია გააჩნდეთ და წარმოადგინონ ISO 9001 – ხარისხის მართვის დამადასტურებელი სერთიფიკატი ორგანიზაციის მენეჯმენტის კუთხით და/ან ISO 15189 – სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტენდერში მონაწილეობა:

  • ტენდერით დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტის მისამართებზე:
  • t.qopilashvili@gmail.com
  • onashviliteo@gmail.com
  • სატენდერო წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 03 მარტის 18:00 საათამდე.

ტენდერით დაინტერესებულმა პირებმა მეილის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები; სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • ყველა არსებული სერთიფიკატი და ლიცნზია;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • ლაბორატორიული კვლევების ღირებულება, რაც შევსებული და წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართულ ფაილში, ლარში ყველა გადასახადის ჩათვლით.

ტენდერში გამარჯვებულ პირ(ებ)ს შეიძლება მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა რაზეც ეცნობებათ დამატებით.

ტენდერში გამარჯვებულების შერჩევა განხორციელდება მათი გამოცდილებისა და შემოთავაზებული ფასების გათვალისწინებით. 

საკონტაქტო პირი კვლევებთან დაკავშირებულ კითხვებზე:
ელ. ფოსტა: t.qopilashvili@gmail.com
მობ: 577398945

ტენდერის კატეგორია:

  • 71900000 ლაბორატორიული მომსახურებები