ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16398 - ტენდერი თბილისის მაშსტაბით, მობილური ურნით (ბუნკერი) მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს  თბილისის მაშსტაბით, მობილური ურნით (ბუნკერი) მომსახურების  შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 17 მარტის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment.  

მომსახურების მიღება განხორციელდება თბილისის რამდენიმე მისამართზე, რასაც გამარჯვებულ კომპანიას წინასწარ ეცნობება, 1-2 სამუშაო დღით ადრე, იქნება ძირითადი ოთხი მისამართი, ასევე საჭიროებისამებრ დამატებით მისამართი:

  • ერწოს ქუჩა 12 - ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ (არსებული ბუნკერის შეცვლა)
  • აფრიკა, ენუქიძის 29 (შეკვეთით)
  • მუხიანი, გობრონიძის 12 - (შეკვეთით)
  • ავჭალა, ბარალეთის 29  - (შეკვეთით)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით. 

  • ტენდერის # 2023/13
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2023 წლის 17 მარტის ჩათვლით
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი:ინა საჯაია, სოსო მაზმიშვილი
ტელეფონი: +995 599 55 25 53  +995 555 54 05 54
E-mail: tenders@silknet.com; SMazmishvili@silknet.comISajaia@silknet.com
მისამართი: ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment

მოთხოვნა:

  • წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

სს ,,სილქნეტი“  გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;  
ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები