ჩაბარების ვადა:

20 მარტი 2023, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T16487 - ტენდერი სოციალური მედია სააგენტოს შერჩევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს სოციალური მედია სააგენტოს შერჩევაზე.

ტენდერი წარმოდგენილია ორ ლოტად: 

  • SM კამპანიის დაგეგმვა დავალების მიხედვით;
  • 2023 წლის scope-ის მიხედვით SM მომსახურების ყოველთვიური გადასახადი; 

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში

ჩვენს შესახებ:

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის: 

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. 

შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე:

  • სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები, პირობები, გადახდის სქემა) 
  • პორტფოლიოს ლინკი;
  • ხელმოწერილი დანართი #2 და #3 (თანდართულია)
  • სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 2 წლის გაცემული)
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ
  • რეკვიზიტები;

სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: tenders@pashabank.ge; m.karchaidze@pashabank.ge; 

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. 

შეფასების კრიტერიუმებია: 

  • პირობები;
  • ხარისხი;
  • შემოთავაზებული ფასი;

სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 მარტი, 2023წ. 15:00 საათი

დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით: 
მარიამ ქარჩაიძე
შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 577 03 81 02
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge; m.karchaidze@pashabank.ge

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ. 

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 

თანდართული დანართების ჩამონათვალი: 

  • Tender application – ReBank_SM agency;
  • ReBank SM brief – awareness;
  • ReBank SM scope;
  • დანართი 2 - Application Form GEO/English;
  • დანართი 3 - Confidentiality GEO/English; 

ტენდერის კატეგორია:

  • 92200000 სატელევიზიო და რადიომომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები