
ჩაბარების ვადა:
15 აგვისტო 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1649 - ტენდერი დროშების დამზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს დროშების დამზადებაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
სპეციფიკაციები:
- ქსოვილი- სადროშე ბადე (პოლიესტერი), პერიმეტრზე ორგვირისტიანი შემოკერვით.
- ბეჭდვა ციფრული, სუბლიმაციური.
- დროშის მარცხენა მხრიდან, ვერტიკალურად მიკერებული მყარი ზონარი.
- დროშის მთელ სიგრძეზე კაუჭებისთვის განკუთვნილი მიკერებული სამაგრით მარყუჟები.
- ზომა : 2მ*3მ (ქსოვილის წონა არანაკლებ 110გრ. 1კვ/მ-ზე).
- საგარანტიო პერიოდი- 6თვე. დროშის ფერი არ უნდა გახუნდეს და არ უნდა ჩამოირეცხოს. უნდა გაუძლოს ძლიერ ქარს.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
- მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადებს;
- მომწოდებელი ვალდებულია ნომუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებამდე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა);
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 8 აგვისტოდან 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში;
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარი გახოკიძეს 577 525 404
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აგვისტო, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=629&lang=geo