ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16580 - ტენდერი მეორადი კარტრიჯების დამუხტვისა და მბეჭდავი ტექნიკის (პრინტერების) შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით აერთიანებს 88 სერვისცენტრსა და სათავო ოფისს.

გაცნობებთ, რომ სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ტენდერს მეორადი კარტრიჯების დამუხტვისა და მბეჭდავი ტექნიკის (პრინტერების) შეკეთების მომსახურების შესყიდვის შესახებ ორ ლოტად და იწვევს შესყიდვით  დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.  

შესყიდვის ობიექტი: 

  • მეორადი კარტრიჯების დამუხტვა - ლოტი I 
  • მბეჭდავი ტექნიკის (პრინტერების) შეკეთება - ლოტი II

თვის განმავლობაში ბანკის 89 ოფისში საშუალოდ 1650 ცალი კარტრიჯის დატენვა (ოფისების ჩამონათვალი იხ. დანართში №2);

კარტრიჯის 3-4 დამუხტვის შემდეგ ბარაბნის გამოცვლა;

წლის განმავლობაში დამატებული, ახალი მოდელის კარტრიჯების დამუხტვა და პრინტერის შეკეთების მომსახურების შესაძლებლობა; 

ბეჭდვის მაღალი ხარისხი: ფურცელზე გარკვევით/მკვეთრად ნაბეჭდი ტექსტი/ცხრილები/ფოტოები, თანდაყოლილი ლაქების/ზოლების გარეშე;

მომსახურე კომპანიის მიერ  მათი კუთვნილი სარეზერვო კარტრიჯებით სერვის ცენტრების მომარაგება. (კარტრიჯების მოდელების ჩამონათვალი  იხ. ქვემოთ ცხრილში)

კარტრიჯებისა და პრინტერების მოდელების ჩამონათვალი იხ. თანდართულ სატენდერო ფაილში.

კარტრიჯების ბეჭდვის მოცულობა:

  • მცირე ზომის (სტარტერი) კარტრიჯის (85a, 83a, 78a, 12a, 728, 725)  ბეჭდვის მოცულობა 5% იანი დატვირთვის შემთხვევაში 1200 - 1500 გვერდი; 
  • სტანდარტული კარტრიჯის (85a, 83a, 78a, 12a, 728, 725)  ბეჭდვის მოცულობა 5% იანი დატვირთვის შემთხვევაში 1800-2000 გვერდი;
  • დიდი ზომის კარტრიჯის (80a, 05a, 53a, 26a, canon 719) ბეჭდვის მოცულობა 5% იანი დატვირთვის შემთხვევაში 2300-2500 გვერდი;

პრინტერების შეკეთება:

  • თერმოფირის შეცვლა
  • პრესროლერის შეცვლა
  • ფურცლის წამღები როლერის შეცვლა
  • პრინტერის სრული წმენდა
  • სხვადასხვა დამატებითი ნაწილების შეკეთება/ შეცვლა

მიწოდება/მომსახურების ვადები:

  • დასავლეთისა და აღმოსავლეთ რეგიონის ოფისების თვეში  ერთი ან ორი გეგმიური ვიზიტი (სერვისცენტრებიდან დასამუხტი კარტრიჯების წამოღების  და დატენილი კარტრიჯების მიწოდების მიზნით); 
  • თბილისის ოფისებში ვიზიტი მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღეს - ხოლო წაღებული დასამუხტი კარტრიჯების მიწოდება არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;
  • პრინტერების შეკეთება/მომსახურება მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში, თუკი შესაკეთებლად საჭირო ნაწილები მოიპოვება ადგილობრივ ბაზარზე;
  • დასავლეთისა და აღმოსავლეთ რეგიონის ოფისებში არაგეგმიური ვიზიტი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუკი ს/ც-ს მუშაობა ფერხდება კარტრიჯების რეზერვის ამოწურვის ან პრინტერის დაზიანების გამო;
  • საჭიროების შემთხვევაში თბილისის ოფისებში პრინტერების ადგილზე შეკეთების შესაძლებლობა;

შენიშვნა:

  • გაითვალისწინეთ, რომ შემსყიდველი გამოავლენს რამოდენიმე გამარჯვებულ კომპანიას და ოფისების გადანაწილება მოხდება მათ შორის რეგიონების მიხედვით.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ფასების მოწოდება დანართი №1-ის საშუალებით, ხელმოწერილი და დასკანერებული ვერსიის სახით (ფასების ცხრილი ატვირთეთ excel-ის ფაილითაც):
    - დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა ლოტი I 
    - დანართი №1 - შემოთავაზების ფორმა ლოტი II 
  • სატენდერო წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში და უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს, მათ შორის: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის დღგ);
  • პრეტენდენტს მოეთხოვება კარტრიჯებისა და პრინტერების მომსახურების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა შეძლოს მთელი საქართველოს მოცვა - მომსახურების მიწოდების კუთხით;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომსახურე კომპანიის მიერ საკუთარი რესურსით მოთხოვნილი ჩამოთვლილი კარტრიჯების მარაგის შექმნა ბანკის ოფისებისთვის (გარდა ფერადი კარტრიჯებისა);

ანგარიშსწორების პირობები:

  • კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 წლიან ხელშეკრულებას  სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასების უცვლელობის პირობით;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება თვეში ერთხელ, თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებისთვის, ერთიანი ჯამური ინვოისის საფუძველზე;

გამარჯვებულის გამოვლენა:

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • კარტრიჯის ხარისხი
  • მომსახურების ხარისხი
  • გამოცდილება
  • მომსახურების ვადები

მიმწოდებელმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიის ტიტულიან ფურცელზე, ასევე:
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.)
  • რეკომენდატორი პირების ჩამონათვალი, ვისაც გაუწია კომპანიამ ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურებაშემდეგი ინფორმაციის მითითებით (მინიმუმ 2):
    - შესყიდვის საგნის დასახელება
    - კომპანიის დასახელება
    - რეკომენდატორი პირის სახელი-გვარი, თანამდებობა
    - საკონტაქტო ნომერი
  • სრულყოფილად შევსებული შემოთავაზების ფორმა დანართი №1;
    − სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიკატი (ISO);
    − კარტრიჯების შიგთავსზე დეტალური ინფორმაცია, შემადგენლობა  და მწარმოებლის/ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტირების დამადასტურებელი , ხელმოწერილი დოკუმენტი;
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დამატებითი დანართები:
    - დანართი №3 - შესაბამისობა გარემოსდააცვით და სოციალურ საკითხებთან
    - დანართი №4 - აფიდავიტი
    - დანართი №5- ანგარიშის გახსნის თაობაზე ( მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ გაქვთ ანგარიში გახსნილი კრედო ბანკში )
    - დანართი №6 - ტონერის შემადგენელი ნივთიერება

მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად ატვირთვის შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოახდინოს პრეტენდენტი კომპანიის დისკვალიფიკაცია!

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
  • მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ;

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 30 მარტი, 18:00 საათი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 30 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ხათუნა ჩხეტია
სს კრედო ბანკის შესყიდვების ოფიცერი
Email: khchkhetia@credo.ge
T: 595309300

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 მარტი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა