6 აპრილი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT16611 - ტენდერი #3 და #4 ბლოკის ტრანსფორმატორების რკინის პორტალების გაწმენდა-შეღებვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ აცხადებს ტენდერს #3 და #4 ბლოკის ტრანსფორმატორების რკინის პორტალების გაწმენდა-შეღებვაზე.
17/03-GIEC-S/Portals-23
სამუშაოს დასახელება: თბო სადგურის ტერიტორიაზე #3 და #4 ბლოკის რკინის პორტალების გაწმენდა-შეღებვა მომწოდებლის მასალით.
რკინის პორტალების რაოდენობა - 4 ცალი
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- პორტალების გაწმენდითი სამუშაოები
- პორტალის ანტიკოროზიული გრუნტით შეღებვა
- პორტალის ანტიკოროზიული დამცავი საღებავით შეღებვა
- ახალი 150 ვატიანი სიმძლავრის სანათების მიწოდება მონტაჟი
- გოფრირებული 40 მმ მილის მიწოდება მონტაჟი
- პორტალებს შორს საკაბელო ტრანშეის გაჭრა 300x300მმ.
- გამანაწილებელი კარადის 210x280x130 მიწოდება მონტაჟი
- ორპოლუსა ამომრთველის (16ა) მიწოდება მონტაჟი
- მილისებური საკაბელო არხის (სამაგრებით) მიწოდება მონტაჟი
სამუშაოს შესრულების ადგილი:
- გარდაბანი, დ. აღმაშენებლის #2.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
შენიშვნა:
დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
შენიშვნა:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.
- კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 17/03-GIEC-S/Portals-23
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 6 აპრილი, 17:00 საათი
საკონტაქტო პირი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
კახა უნგიაძე
საკონტაქტო ნომერი: 599 503 735
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები