ჩაბარების ვადა:

31 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16626 - ტენდერი სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული დანართი №2 შესავსები ფორმა.

ტენდერის აღწერილობა:

სს „კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და დღესდღეობით მოიცავს 84 სერვისცენტრს.

გაცნობებთ, რომ სს „კრედო ბანკი“ აცხადებს ტენდერს სასმელი წყლის ფილტრაციის დისპენსერების დროებით სარგებლობაში გადმოცემის და ერთჯერადი ჭიქების შესყიდვის შესახებ. 

შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობები და კრედო ბანკის ოფისების მისამართები იხილეთ დანართ N1-ში.

დისპენსერები უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს:

  • დისპენსერი უნდა იყოს ახალი;
  • ქონდეს არანაკლებ, ცივი და ცხელი წყლის ჩამოსხმის ფუნქცია;
  • ქონდეს საგარანტიო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც მომწოდებელმა უნდა გაგვიწიოს სათანადო მომსახურება. მაგ: დისპენსერის გაუმართაობის ან ახალი ოფისის აღჭურვის  შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს, ან ადგილზე შეაკეთოს გაუმართავი დისპენსერი მოთხოვნიდან:
    - თბილისის მასშტაბით: არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღეში
    - რეგიონების მასშტაბით: არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში

ჭიქების სპეციფიკაციები:

  • ერთჯერადი მოხმარების პოლიეთილენის

დამატებითი/აუცილებელი მოთხოვნები:

  • სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • მომწოდებელი ვალდებულია კონტრაქტის გაფორმებიდან კრედოს ყველა ოფისს მიაწოდოს მოთხოვნილი ახალი დისპენსერები შეთანხმებულ ვადაში, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ კი ვალდებულია უკან წაიღოს თავისი ინვენტარი;
  • წლის განმავლობაში, ახალი ობიექტის დამატების შემთხვევაში, მოახდინოს ობიექტის წყლის დისპენსერებით აღჭურვა მოთხოვნილ ვადებში და დანართ №2–ის საფუძველზე წარდგენილი სატენდერო წინადადების ერთეულის ფასების შესაბამისად;
  • მომწოდებელი ვალდებულია კონტრაქტის გაფორმებისთანავე შეადგინოს მოქნილი სქემა და თავად აწარმოოს წყლის ფილტრების შეცვლა/აღრიცხვა საჭიროების მიხედვით, ასევე ერთჯერადი ჭიქების მიწოდების სქემა. 

ანგარიშსწორების პირობები

კრედო ბანკი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 1 (ერთ) წლიან ხელშეკრულებას შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით:

  • ტენდერში მოწოდებული  ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა;
  • ანგარიშსწორება კრედო ბანკის საბანკო ანგარიშზე
  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების სრულად განხორციელების შემდეგ და ერთიანი საგადასახადო ანგარიშფაქტურის და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან არაუგვიანეს სამ სამუშაო დღეში. 

გამარჯვებულის გამოვლენა:

  • ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა წინადადებები წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის - tenders.ge -ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო კომიტეტი განიხილავს tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
    - ფასი
    - ხარისხი
    - ანგარიშსწორება კრედო ბანკის ანგარიშზე

მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.

მომწოდებლის მიერ tenders.ge-ზე ასატვირთი დოკუმენტაცია

მომწოდებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია (კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება,  პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი, სერტიფიკატი/ლიცენზიები და ა.შ.))
  • სრულყოფილად შევსებული დანართი №2
  • უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართები
  • დისპენერების ფოტოსურათები
  • საგარანტიო პირობები
  • სურვილისამებრ - პრეზენტაცია პროდუქტის შესახებ 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანია უნდა იყოს რეგისტრირებული ვებ-გვერდზე www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 31 მარტი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

ტენდერის შინაარსობრივ თუ ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდული (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას ან მიმართოთ საკონტაქტო პირს:

საკონტაქტო პირი:
ჟანა ცერცვაძე
Email: zhtsertsvadze@credo.ge
T: 595 04 71 58

ტენდერის კატეგორია:

  • 39200000 ავეჯის აქსესუარები
  • 41100000 ბუნებრივი წყალი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 მარტი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა