ჩაბარების ვადა:

3 აპრილი 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T16641 - ტენდერი 10000მ3 მოცულობის No213 რეზერვუარის კაპიტალურ რემონტზე

  • გამომცხადებელი: ბათუმის ნავთობტერმინალი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 აპრილი 2023 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს 10000მ3 მოცულობის No213 რეზერვუარის კაპიტალური რემონტზე. 

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი,  მაიაკოვსკის ქ. 4.

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) სატენდერო წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • ტენდერში მონაწილეობის განაცხადი
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    - ა) პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
    - ბ) პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
    - გ) წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
    - დ) გადახდის ფორმა
    - ე) ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში, ევროში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი  დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი  საქონლის / სამუშაოების / მომსახურების ტექნიკური დავალება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი) განახლებული
  • ცნობა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა დავალიანების შესახებ
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას)
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან რუსულ ენებზე. 

გამოცხადების თარიღი: 21.03.2023 წ.
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 03.04.2023 წ. / 12:00 სთ.

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას. 

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (ტექნიკური დავალება/ დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების  შესრულება. 

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

გამარჯობა, დაინტერესებულები ვართ მივიღოთ მონაწილება აღნიშნულ ტენდერში. ამასთან დაკავშირებით გვსურს ადგილზე დავათვალიეროთ რეზერვუარი. როდის არის შესაძლებელი ვიზიტის ორგანიზება. ასევე, გთხოვთ მოგვწეროთ საკონტაქტო ინფორმაცია. წინასწარ მადლობა. პატივისცემით

ბათუმის ნავთობტერმინალი
ბათუმის ნავთობტერმინალი

მოგესალმებით. რეზერვუარის დათვალიერება შეგიძლიათ 2023 წლის 30 მარტს სამუშაო საათებში 09:00-18:00 სთ., შესვენება 13:00-14:00. საკონტაქტო პირია შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს მთავარი ინჟინერი ნუგზარ ურუშაძე. მობ. 593 225 725.