ჩაბარების ვადა:

3 აპრილი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T16661 - ტენდერი კახარეთი ჰესის სადერევაციო არხის გაწმენდისა და პროფილირების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციააცხადებს ელექტრონულ ტენდერს კახარეთი ჰესის სადერევაციო არხის გაწმენდისა და პროფილირების მომსახურების შესყიდვაზე #22/03-GIEC-S-Hydro/Kakhareti-23

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შევსებული ფორმა (დანართი N3);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ: (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე).

მისამართიადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახარეთი

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);

აუცილებელი პირობები:

  • აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე  და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა. 

აუცილებელია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არხს ესაზღვრება კერძო მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთები.

  • შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ კახარეთი ჰესის ტექნიკური დავალების დეტალური ფაილი და ფოტომასალა, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
  • შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - კახარეთი ჰესის სედერევაციო არხის გაწმენდა და პროფილირებადა ნომერი - #22/03-GIEC-S-Hydro/Kakhareti-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 03 აპრილი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 65100000 წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები