ჩაბარების ვადა:
10 აპრილი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT16765 - ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელი კოლაგის ტერიტორიაზე, ალაზანი 2 ჰესის გამყვანი არხის ბოლოს, ჩამქრობი აუზის შესწავლისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის (პროექტი) მომზადების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელი კოლაგის ტერიტორიაზე, ალაზანი 2 ჰესის გამყვანი არხის ბოლოს, ჩამქრობი აუზის შესწავლისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის (პროექტი) მომზადების მომსახურების შესყიდვაზე.
#30/03-GIEC-Hydro/Rehab-Alazani2-23
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასრულებელი სამუშაოების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N3)
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მისამართი:
- გურჯაანის რაიონი, სოფელი კოლაგი
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ჰესის ტექნიკური დავალების დეტალური ფაილი და ფოტომასალა, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალაზანი 2 ჰესის გამყვანი არხის ბოლოს, ჩამქრობი აუზის, შესწავლისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის (პროექტი) მომზადება“ და ნომერი - #30/03-GIEC-Hydro/Rehab-Alazani2-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 10 აპრილი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები