ჩაბარების ვადა:
14 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16810 - ტენდერი სამედიცინო საშუალებების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს სამედიცინო საშუალებების შესასყიდად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი. (იხილეთ დანართი);
- ფასთა ცხრილში შესაძლებელია მიეთითოს თითოეულ ჯენერიკულ დასახელებაზე მაქსიმუმ 3 სამედიცინო საშუალება;
- ანაზღაურების პირობა და ვადები;
- საგარანტიო ვადები;
- საქმიანობის შესახებ გაცემული ლიცენზია;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების, რაოდენობა, ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სახელშერკულებლო პერიოდში, რომელიც შეადგენს 1 წელს, უზრუნველყოს სამედიცინო საშუალებების საორიენტაციო ოდენობებით დამკვეთის უზრუნველყოფა.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა.
- დამკვეთს უფლება აქვს ეტაპობრივად გააკეთოს მოთხოვნა საორიენტაციო რაოდენობის გარკვეული ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებით. პროდუქციის ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში, დამკვეთი მხარის წარმომადგენელი, ყოველ ჯერზე შემსრულებლის ელ-ფოსტაზე აფიქსირებს ინდივიდუალურ შეკვეთას, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია პროდუქცია მიაწოდოს 1 (ერთი) სამუშაო დღეში;
- იმ შემთხვევაში თუ საორიენტაციო რაოდენობის შესყიდვა ხდება ერთ ეტაპად, პროდუქციის მიწოდების ვადად განისაზღვრება 3 (სამი) კალენდარული დღე.
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მისამართზე: ქ. თბილისი. ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12, შენობის მე-2 სართული. სამედიცინო საწყობი.
- სამედიცინო საშუალების ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს მინიმუმ 1 (ერთი) წელი.
- იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებლო ვადებში იწურება კონკრეტული სამედიცინო საშუალების ვარგისიანობის ვადა, ან მოწოდებულია პროდუქცია, რომლის ვარგისიანობის ვადა ნაკლებია 1 (ერთ) წელზე - დამკვეთი 2 (ორი) თვით ადრე ატყობინებს შემსრულებელს ვადიანი სამედიცინო საშუალების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია შეცვალოს/ჩაანაცვლოს აღნიშნული პროდუქცია.
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში.
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- საორიენტაციო რაოდენობის ერთიანი შესყიდვის შემთხვევაში, შემოთავაზებული ფასი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა პროდუქცია დამკვეთს მიეწოდება ეტაპობრივად თუ ერთიანად;
- იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო საშუალების სავაჭრო ღირებულება იცვლება ბაზარზე და დამკვეთს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზებულზე ნაკლებ ფასად შეიძინოს პროდუქცია, დამკვეთი უფლებას იტოვებს არ აითვისოს საორიენტაციო ოდენობა;
- იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის მიერ შესყიდული პროდუქციის რაოდენობა, 10%-ით გადააჭარბებს საორიენტაციო ოდენობას პრეტენდენტმა უნდა განსაზღვროს ფასდაკლების ის მარჟა, რომელიც დამატებით იმოქმედებს დამკვეთთან მიმართებაში;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით. კონსიგნაციის პირობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდებიდან არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღისა.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული, შემოთავაზებული ფასების შესაბამისად;
- მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
- მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მედიკამენტების მოწოდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვით, ცივი ჯაჭვის პრინციპების შესაბამისად (არსებობის შემთხვევაში);
- დამკვეთი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვს სამედიცინო საშუალების შესახებ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია (რეგისტრაციის მოწმობა, ხარისხის სარტიფიკატი და სხვა);
- პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ სახელშეკრულებო პერიოდში სამედიცინო საშუალების რეგისტრაციის, მათ შორის ხელახალი რეგისტრაციის ვადები იქნება დაცული და დამკვეთს არ მიაწვდის დაურეგისტრირებელ/რეგისტრაციის განუახლებელ პროდუქციას.
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 14 აპრილი 18:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge.
ტენდერის კატეგორია:
- 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები