ჩაბარების ვადა:
12 აპრილი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16822 - ტენდერი პლასტიკური ბარათების და ლიფლეტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პლასტიკური ბარათების და ლიფლეტების შესყიდვაზე.
# |
საქონლის დასახელება/აღწერა |
წლიური რაოდენობა |
ერთეულის ფასი დღგ-ეს ჩათვლით |
ჯამური ფასი (დღგ-ს ჩათვლით) |
მიწოდების ვადები |
1 |
პლასტიკური ბარათი, შტრიხკოდით |
100 000 |
|||
2 |
პლასტიკური ბარათის ჩასადები/ლიფლეტი |
100 000 |
პროდუქტის აღწერილობა:
- ბარათის მასალა – პლასტიკი;
- ბარათის ზომა – სტანდარტული;
- ფერი- მწვანე (იხ. მიმაგრებულ ფაილი #1);
- ბარათის ზედაპირი - პრიალა;
- დამატებითი დეტალი - ბარკოდი თორმეტნიშნა(მოგაწვდით ექსელის ფაილს თითოეული ბარათისთვის);
- ბარათის ჩასადების მასალა - ცარცის ქაღალდი;
- ჩასადების ზომები: ბლიდებიანი ზომა: 12 - 16.8 ზე, ბლიდების გარეშე: 11.6-16.4 ზე
პერფორაციის ხაზი უნდა იყოს 16.4 ის მხრიდან შუაში 8.2 ზე (მონიშნულია წითლად) - ქაღალდის გრამაჟი - 250;
- პლასტიკური ბარათის მიმაგრება სილიკონის წვეთით.
ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
- პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება;
- მეორე ეტაპი - ნიმუშების მოწოდება (ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ);
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს შეკვეთის მომენტიდან საქონლის მიწოდების ვადას;
- გადახდის პირობა: მიწოდებიდან 30 დღე;
დამატებითი ინფორმაცია:
- მოწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად;
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 5 აპრილიდან 2023 წლის 12 აპრილის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
ელ. ფოსტა: Mariam.gikoshvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები