ჩაბარების ვადა:

21 აპრილი 2023, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T16870 - ტენდერი ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ბენზინ გასამართი სადგურის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

საპროექტო ობიექტის მისამართი: ქ. სენაკი, ქუჩა მშვიდობა #172. ს/კ # 44.01.29.551.

სამუშაოს შესრულების ვადები: 4 თვე (სამუშაოების რეალურ დროთ არ განიხილება პროექტში არსებული კალენდარული გრაფიკი), შემსრულებლის მიერ ექსპლუატაციაში მიღებით (4 თვეში შედის მერის ბრძანების გადაცემა დამკვეთზე - დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესახებ);

 დამატებითი პირობები:

  • შემსრულებელს ეკსირება  მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის მომქმედი სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვა - ეტაპების ოქმების მომზადება გალფის ზედამხედველთან ერთად და დადგენილი წესით მერიის შესაბამის სამსახურში ჩაბარება.  ეტაპების დოკუმენტალურ სრულ ნაწილს ამზადებს შემსრულებელი და პასუხისმგებელია მის სწორად შედგენაში და ჩაბარებაში;
  • შემსრულებელს ეკისრება უსაფრთხოების ღობის მოწყობის სისწორეზე პასუხისმგებლობა (ქალაქის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში ვალდებულია, მერიის ქონების მართვის სამსახურიდან შესაბამისი ნებართვის აღებაზე);
  • შემსრულებელს ეკისრება სამშენებლო ბანერის მომზადება და ობიექტზე გაკვრა;
  • შემსრულებელი ვალდებულია მშენებლობის პროცესში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემაში მითითებული საგზაო მოძრაობის ნიშნების და მონიშვნის მოწყობა (იხ. ცალკე დანართად - საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა);
  • შემსრულებელს ეკისრება ტერიტორიის და საპროექტო შენობა-ნაგებობების დაკვალვა, მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელსაწყოთი;
  • შემსრულებელს ეკისრება ყოველდღიური ნაგვის გატანა სპეციალურ ნაგავსაყრელზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნებართვის მოპოვება;
  • შემსრულებელი პასუხისმგებელია, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს უსაფრთხოების ნორმებით და სწორად შესრულებაზე;
  • ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია სრულად გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას და შეკითხვების შემთხვევაში აცნობოს დამკვეთს;
  • შემსრულებელი ვალდებულია ქსელების დაერთების სამუშაოს ყველა საჭირო ნებართვის მოპოვებაზე;
  • შემსრულებელს ეკისრება ყველა საჭირო საექსპერტო დასკვნის, შემოწმების აქტების მოპოვება რაც ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად არის საჭირო;
  • შემსრულებელს ეკისრება დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, მომქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საბუთის მოპოვება და დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება (მერის მიერ ექსპლუატაციაში მიღების ბრძანების მიღება);
  • იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა იქნება შემსრულებლის მიერ შესრულებული პროექტის დარღვევით, საჭირო გახდება პროექტის კორექტირება და მისი შეთანხმება მერიის არქიტექტურის სამსახურში, შემსრულებელი ვალდებულია ყოველივე ეს შეასრულოს თავის ხარჯით;
  • მშენებლობის ნებართვა და  მშენებლობის ნებართვის შესრულების ყველა საჭირო დოკუმენტი არის თანდართულ დოკუმენტაციაში;
  • პირობების არ შესრულების , მშენებლობის პროექტის ვადის გადაცილების ან ექსპლოატაციაში შემსრულებლის მიერ  დაშვებული შეცდომების გამო სადგურის ვერ მიღების შემთხვევაში, შემსრულებელს დაეკისრება ფინანსური სანქციები.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ფასის ცხრილი
  • ანგარიშსწორების პირობა 
  • გამოცდილება 
  • რეკომენდაციები
  • საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში

კონვერტზე უნდა მიეთითოს:

  • ტენდერის დასახელება და ტენდერის ნომერი (რომელიც მინიჭებული აქვს ტენდერს)
  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი)
  • მიმღების დასახელება (ტენდერების სამსახური)
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მისამართი: ვაკე ჭავჭავაძის გამზ #34, პიქსელის შენობა, 6 სართული გალფის ოფისი;
  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა: 21.04.2023 (14:00 PM)
  • გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს გადაწყვეტილების დროს გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები და გამოცდილება.

ტენდერების სამსახურის უფროსი:
სოსო ქარსელაძე 
მობ: 577 00 49 49
ელ.ფოსტა: s.karseladze@gulf.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები