
10 ოქტომბერი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT169 - ტენდერი ბიზნეს ცენტრის მშენებლობაზე
შ.პ.ს. "L.G. Menejment" აცხადებს ტენდერს ქ. ხაშურში თანამედროვე ბიზნეს ცენტრის მშენებლობაზე.
ტენდერი ცხადდება ქართული სამშენებლო კომპანიებისათვის, რომელთაც ამ სფეროში გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება.
შესასრულებელი სამუშაოები:
- 1. ქ. ხაშურში ს/კ: 69.08.62.132 მდებარე მიწის ნაკვეთი (870 მ2)-ზე არსებული ძველი შენობის (250 მ2) დემონტაჟი
- 2. ბიზნეს ცენტრის მშენებლობა
- 3. გარე პრეიმეტრის (ეზოს) კეთილმოწყობა
ძირითადი მოთხოვნები:
- 1. კანდიდატმა უნდა წარადგინოს ხარჯთაღრიცხვა სამუშაოების თითოეული ეტაპისათვის
- 2. სამუშაოს მთლიანი ღირებულება
- 3. სამუშაოს შესრულების ვადები
- 4. გადახდის პირობები
სატენდერო დოკუმენტაცია:
- შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საჯარო რეესტრიდან მასზედ, რომ იურიდიული პირის ქონებას და წილებს არ ადევს ყადაღა
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
- გამოყენებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი
- ინფორმაცია ძირითად თანამდებობაზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ
- ანალოგიური სამუშაოების შესრულების სია
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
შენიშვნა: დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია შერჩეულ პრეტენდენტს მოეთხოვოს სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
შერჩეულ კანდიდატებს გადაეგზავნებათ გამზადებული პროექტი შემდგომი კალკულაციისათვის.
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი სატენდერო წინადადება არაუგვიანეს 2014 წლის 10 ოქტომბრისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: l.g.menegment@mail.ru
საკონტაქტო პირი: მაიკო ქართველიშვილი
ტელეფონი: 599877554