ჩაბარების ვადა:

20 აპრილი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T16978 - ტენდერი ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სპეციალური ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ემერჯენსი სერვისი“ აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული სპეციალური ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერით დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ემერჯენს სერვისი“. 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 20 აპრილის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 13 აპრილი 2023
  • სატენდერო წინადადებების მიღება 20 აპრილი 2023
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 27 აპრილი 2023
  • ხელშეკრულების გაფორმება 4 მაისი 2023

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 20 აპრილი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირებს: დავით მოსიძე; ელ. ფოსტა: dmosidze@evex.ge; მობ: 577640044; მარი ჩუტკერაშვილი; ელ. ფოსტა: mchutkerashvili@evex.ge; მობ: 551501149. ანა არქანია a.arkania@evex.ge მობ: 591777787.

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
  • 66700000 გადაზღვევის მომსახურებები

დოკუმენტაცია

დაზღვევის ტენდერი დანართი 5 -ხარჯთაღრიცხვა დაზღვევის ტენდერი დანართი 5 -ხარჯთაღრიცხვა
დანართი 4 - აფიდავიტი დანართი 4 - აფიდავიტი
დანართი 3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე დანართი 3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
დანართი 2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი 2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
სატენდერო განაცხადი - სპეციალური ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესყიდვა სატენდერო განაცხადი - სპეციალური ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესყიდვა
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ავტომანქანების სია - ემერჯენსი ავტომანქანების სია - ემერჯენსი
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 აპრილი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა