
10 ოქტომბერი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT170 - ტენდერი ბიზნეს ცენტრის პროექტის მომზადებაზე
შ.პ.ს. "L.G. Menejment" აცხადებს ტენდერს ქ. ხაშურში თანამედროვე ბიზნეს ცენტრის პროექტის მომზადებაზე.
- მიწის ფართი: 842 კვ.მ.
- სადემონტაჟო ნაგებობა: 2, საერთო ფართი: 200 კვ.მ.
- საკადასტრო კოდი: 69.08.11.020
- მისამართი: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. 43 (ახალი ნუმერაციით 49)
- განაშენიანების საერთო ფართი 576 კვ.მ.
- სართულიანობა: 2
- განაშენიანების ლაქა: 16 x18
- სართულებს შორის სიმაღლე: 3.50 მეტრი
- გადახურვა: ბრტყელი გადახურვა (ფილა)
- ფასადი: შემინული (მინა-პაკეტი)
- პერიმეტრი: (გვერდები, უკანა ფასადი) - ბლოკით 20x40x20; შებათქაშებული
- კონსტრუქცია: კარკასული (კოლონა რიგელის ზომა 40x40)
- ფასადის მოპირკეთება: ბათქაშით, ფითხით დამუშავებული და შეღებილი გერმანული Feidal-ის საღებავით
ძირითადი მოთხოვნები:
- 1. პროექტის მთლიანი ღირებულება
- 2. პროექტის მომზადების ვადები
- 3. გადახდის პირობები
სატენდერო დოკუმენტაცია:
- შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საჯარო რეესტრიდან მასზედ, რომ იურიდიული პირის ქონებას და წილებს არ ადევს ყადაღა
- ინფორმაცია ძირითად თანამდებობაზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ
- ანალოგიური სამუშაოების შესრულების სია
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
შენიშვნა: დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია შერჩეულ პრეტენდენტს მოეთხოვოს სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი სატენდერო წინადადება არაუგვიანეს 2014 წლის 10 ოქტომბერი შემდეგ ელ. ფოსტაზე: l.g.menegment@mail.ru
საკონტაქტო პირი: მაიკო ქართველიშვილი
ტელეფონი: 599877554