
16 სექტემბერი 2014, 10:00
სტატუსი:
დასრულებულიT171 - გაზის ბურთულიანი ონკანების შესყიდვა
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს კონკურსს გაზის ბურთულიანი ონკანების შესყიდვაზე.
შესასყიდი გაზის ბურთულიანი ონკანების ჩამონათვალი, მოცულობა, მიწოდების ადგილი და ვადები, აგრეთვე სპეციფიკაცია მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 09:30 საათიდან 18:30 საათამდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.
ჩამონათვალი:
# | დასახელება | შეერთების ტიპი | დიამეტრი, მმ | რაოდენობა |
---|---|---|---|---|
1 | გაზის ბურთულიანი ონკანი ყვითელი ფერის პეპელა სახელურით სამუშაო წნევა: მინ. 16 ატმ. მაქსიმალური სამუშაო ტემპერატურა: -20С, +120С სტანდარტი: TS EN სავალდებულოა ნიმუშების წარმოდგენა |
ხრახნული | 15 | 30000 |
2 | ხრახნული | 20 | 5000 | |
3 | ხრახნული | 25 | 1500 | |
4 | ხრახნული | 32 | 1000 | |
5 | ხრახნული | 40 | 500 | |
6 | ხრახნული | 50 | 500 | |
7 | მილტუჩებით | 70 | 100 | |
8 | მილტუჩებით | 80 | 100 | |
9 | მილტუჩებით | 100 | 100 | |
10 | მილტუჩებით | 150 | 50 | |
11 | მილტუჩებით | 200 | 30 |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ა) უნდა გააჩნდეს სამოქალაქო უფლებაუნარიანობა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით
- ბ) უნდა გააჩნდეს გამოცდილება, პროფესიული ცოდნა, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად
- გ) უნდა იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით
- დ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება
- ე) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში და არ არის გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა
- ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს
დალუქულ კონვერტში მოთავსებული საკონკურსო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.
საკონკურსო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა - 2014 წლის 16 სექტემბერი, 10:00 საათი.
საკონკურსო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2014 წლის 16 სექტემბერი 12:00 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.
დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 2300284, 595111234 გიორგი დაბახიშვილი.