ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17107 - ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ განახლებასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ სნოში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის დეტალური ტექნიკური დიზაინისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 19 მაისი.

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ განახლებასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ სნოში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის დეტალური ტექნიკური დიზაინისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების მომსახურების შესყიდვის თაობაზე. 

ტენდერის ნომერი: 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.04-2023

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო თარიღი: 19 მაისი, 2023

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”) ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“  განხორციელებაში.  პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ განახლებასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ სნოში  შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის  დეტალური ტექნიკური დიზაინისა და ხარჯთაღრიცხვის  მომზადების მომსახურების შესყიდვის თაობაზე. 

მომსახურების განხორცილების პერიოდი:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს 2023 წლის ივნისი-ივლისი პერიოდში (1,5 თვე).

ტექნიკური დავალება:

  • გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება.

მონაწილეობა:

  • მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

განაცხადის წარდგენა:

  • დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) ა უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: თბილისიბადრი შოშიტაიშვილის ქუჩა #13; კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:

  • მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
  • ტენდერის ნომერი 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.04-2023
  • სიტყვები „არ უნდა გაიხსანას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
  • განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება. 

წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი (მონიშნული როგორც „ასლი“). 

შეფასება:

  • შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის შესაბამისად REC Caucasus-ის პროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო ღირებულება დადგინდება ტექნიკური ხარისხის ფასთან  80/20  შეწონვის საფუძველზე.
  • ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში მოცემული შეფასების ბადის მიხედბით. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:

  • განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 19 მაისი, ადგილობრივი დროით 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები