2 მაისი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T17116 - ტენდერი ქოლ ცენტრის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს ქოლ ცენტრის შესყიდვაზე.
ტექნიკური მახასიათებლები/ საგარანტიო პირობები
შესყიდვის ობიექტის დასახელება:
- Call Center – 100 მომხმარებელზე
- ინსტალაცია და კონფიგურაცია
საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა იხილეთ თანდართულ ფაილში.
ინსტალაცია და კონფიგურაცია:
- მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოწოდებული პროდუქციის პირველადი ინსტალაცია და კონფიგურაცია.
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა: საქონლის მოწოდების და სამონტაჟო სამუშაოების შესრულება განხორცილდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის განმავლობაში.
მოთხოვნა საგარანტიო ვადა: მინიმუმ 1 წელი
ანგარიშსწორების პირობები:
- ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
- ა) ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
- ბ) ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
- 2.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 2 მაისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია:
ლევან იაშვილი
ტელ: +995 577 10-55-70
ელ-ფოსტა: l.iashvili@socar.ge
ტენდერის კატეგორია:
- 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები