ჩაბარების ვადა:

5 მაისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17119 - ტენდერი პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) – შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) – შესყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერის მიზანია შეირჩეს ერთი და/ან რამოდენიმე კომპანია, რომელიც შეძლებს მიაწოდოს შემსყიდველს სასურველი საქონელი ეტაპობრივად, 2023 წლის მაისის თვიდან 1 წლის ვადაში, შემსყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით:

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიმოწდებელი ვალდებულია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის შემსყიდველისთვის მიწოდება უზრუნველყოს საკუთარი IBC (PE) კონტეინერებით.

შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), რაოდენობა/მოცულობა

  • პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატი (კოაგულანტი) – 23 პროცენტიანი ალუმინის შემცველობით - სავარაუდო წლიური მოხმარება 200-300 ტონა
  • შესყიდვის ობიექტის  დეტალური აღწერა (ტექნიკური სპეციფიკაციები) იხილეთ დანართში N1 

განფასება

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თბილისში დამკვეთის საწყობამდე ტრანსპორტირების გათვალისწინებით, IBC კონტეინერების უკან დაბრუნებით (IBC კონტეინერების უკან დაბრუნების ორგანიზება და მასთან დაკავშირებულ პროცედურები და ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს წარმოდგენილ განფასებაში); 

მომსახურების მიწოდების, ადგილი, ფორმა და ვადა

  • მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემსყიდველის საწყობამდე: ქ. თბილისი, წყალსადენის ქ N7, IBC კონტეინერებით (IBC კონტეინერების უკან დაბრუნების ორგანიზებას უზრუნველჰყოფს „გამყიდველი„) 

ანგარიშსწორების პირობები

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით თითოეულ მიწოდებულ პარტიაზე, „საქონლის“ მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. უცხოური ვალუტის შემთხვევაში ანგარიშსწორება იწარმოება ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (ადგილობრივი კომპანიებისათვის).

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

  • პრეტენდენტს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული საქონლის მიწოდება/რეალიზაციის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის შესახებ

  • შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია უსასყიდლოდ მიაწოდოს შემსყიდველს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში ტესტირებისათვის;

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც  გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი;  (დანართი N2);
  • პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) წარმოშობის სერტიფიკატი თითოეულ პროდუქტზე;
  • პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) ანალიზის სერტიფიკატი თითოეულ პროდუქტზე გაცემული მწარმოებლის მიერ;
  • პოლიალუმინის ქლორიდის ჰიდროქსიდის სულფატის (კოაგულანტი) MSDS სერტიფიკატი თითოეულ პროდუქტზე;
  • პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ISO ან (ანალოგი) სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემხვევაში);
  • აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობის სერთიფიკატი;
  • გამოცდილებისდამადასტურებელიდოკუმენტები 1.7 პუნქტისშესაბამისად;
  • იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე კომპანია არ არის საქონლის უშუალო მწარმოებელი,  ვალდებულია წარმოადგინოს საქონლის მწარმოებელთან გაფორმებული ექსკლუზივის დამადასტურებელი ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პრეტენდენტი კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება

  • გამარჯვებულ კომპანია(ებ)სთან ხელშეკრულება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში; 

ფასების წარმოდგენა დასაშვებია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ან დოლარში (ანგარიშსწორების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ანგარიშსწორების პირობით). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

„შემსყიდველი“უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ტენდერის ყველა მონაწილს. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული პრეტენდენტს მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 5 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ქეთევან ჩხიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: kchkheidze@gwp.ge
ტელ.: +(995 322) 931111 (1114); მობ: +995 595 25 74 58

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის N 10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 

ტენდერის კატეგორია:

  • 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 აპრილი 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა