ჩაბარების ვადა:
12 მაისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17141 - ტენდერი ქიმიური რეაგენტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ქიმიური რეაგენტების შესყიდვაზე 1/5-GIEC-P/CSSA-23.
პოზიცია # | პროდუქტის დასახელება | რაოდენობა (ტონა) |
1 | გოგირდმჟავა 92-94% | 20 |
2 | კაუსტიკური სოდა (თხევადი სახით) | 18 |
3 | ფისი (КУ-2-8) კათიონიტი | 12 |
4 | ფისი (АВ-17) ანიონიტი | 12 |
მიწოდების ადგილი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. 2
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- სერთიფიკატები (COA-Certificate of Analysis) და MSDS (Materials Safety Data Sheet)
შენიშვნა:
- მისაღებია წინადადების წარმოდგენა როგორც ყველა პოზიციაზე ერთად, ასევე ცალკე იმ პოზიციებზე, რომლის მოწოდებაც შეგიძლიათ.
- მოწოდებული ქიმიური რეაგენტის გოგირდმჟავას კონცენტრაცია აუცილებლად უნდა იყოს მითითებულ დიაპაზონში - 92-94%;
- კაუსტიკური სოდა უნდა იყოს თხევადი სახით;
- წინადადებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მოწოდების ვადები და შენახვის ვადა მოწოდების დღიდან;
- ქიმიური რეაგენტების მიღება შეგვიძლია ავტოცისტერნით, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ჩამოსასხმელი მოქნილი მილით.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართზე მიწოდებით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
შენიშვნა:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მწარმოებელზე;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 მაისი 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (1/5-GIEC-P/CSSA -23) და ადრესატის ინფორმაცია: ბექა ივანიაშვილი - 595 888 268;
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ბექა ივანიაშვილი
ელ.ფოსტა: Bivaniashvili@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 595 888 268
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ნანა რიგვავა
საკონტაქტო ნომერი: 591 70 78 20
ტენდერის კატეგორია:
- 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები
- 24600000 ფეთქებადი ნივთიერებები