ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T17160 - ტენდერი 02/05-GIG-P/UNI-23 ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ტენდერს 02/05-GIG-P/UNI-23 ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე.

ტენდერის დეტალები:

  • სამუშაო ქურთუკი-399 ცალი;
  • სამუშაო შარვალი-401 ცალი;
  • მაისური-405 ცალი;
  • წინსაფარი-5 ცალი;
  • ჟილეტი-2 ცალი;
  • სპეც. ფეხსაცმელი-170 წყვილი;

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1 - სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ლოტი N2 - სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა დანართი N2-ის შესაბამისად;

შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-1.pdf;

შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის ვიზუალი და დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Design.pdf;

შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-2.pdf;

შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის ვიზუალი და დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Design-1.pdf;

ბრენდირებისათვის საჭირო ლოგოტიპები გთხოვთ იხილოთ ფაილებში GIEC_logo.pdf  და Mtkvary_logo.pdf

შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად (სპეც. ტანსაცმილს და სპეც. ფეხსაცმლის მოწოდების ბოლო ვადა არის არა უგვიანეს 2023 წლის 10 ივნისი);

შემსყიდველი ორგანიზაციების დასახელება და მისამართი:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (შპს სსეკ) - მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. 2;

შპსმტკვარი ენერჯი“ - მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ა

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1 და N2 სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
  • კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
  • კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას + / - 20%-ს ოდენობით;
  • პროდუქციის ნიმუშების წარმოდგენა აუცილებელია !!!
  • წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ლოტზე;

შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან, ფასით მარკირება იკრძალება !!!

  • აუცილებელია შესაბამისობის სერტიფიკატებისა ან/და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) ან/და ფეხსაცმლის სახეობის შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო პირი.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2023 წლის 19 მაისი, 17:00 საათი.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის  დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება და ნომერი - 02/05-GIG-P/UNI-23
  • წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

სოფია ბაგდასაროვი
ელ-ფოსტა: sbagdasarova@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: (593) 97-67-57

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები