ჩაბარების ვადა:
19 მაისი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T17303 - ტენდერი ევროპის უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობაზე (შავი კარკასი)
ელ. ტენდერი
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ხარჯთაღრიცხვის ფაილი.
ტენდერის აღწერილობა:
შპს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ტენდერს ევროპის უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობა (შავი კარკასი).
- პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი 1 - ის შესაბამისად განფასებული ხარჯთაღრიცხვა.
- სახელშეკრულებო ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველაგადასახადს.
- შენიშვნა: სახარჯთაღრიცხვო მოცულობები შესაძლოა დაკორექტირდეს ურთიერთ შეთანხმების გზით, ფაქტიურადშესასრულებელი სამუშაოების შესაბამისად, შესაბამისი პროექტის წარმოდგენით. ერთეულის ფასის ცვლილებადაუშვებელია
მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:
- პრეტედენტმა სამუშაოები უნდა დაასრულოს ხელშეკრულებით დადგენილი ვადის შესაბამისად
- მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკისშესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლოსამშენებლო მოედნის ორგანიზებით
- პრეტედენტმა ტენდერში უნდა წარმოადგინოს მშენებლობის დეტალური გეგმა გრაფიკი კვირების მიხედვით.(სამუშაოების წარმოება წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით სავალდებულოა)
- სამუშაოების ვადებში ვერ შესრულების შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,01 % ის ოდენობით
პრეტედენტის გამოცდილება:
- პრეტედენტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სირთულის და შინაარსის მშენებლობის გამოცდილება საქართველოსმაშტაბით.
ხელშეკრულების უზრუნველყოფის და ავანსის საბანკო/სადაზღვევო გარანტია:
- საავანსო ანგარიშსწორებისთვის პრეტედენტმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უნდაწარმოადგინოს საავანსო გარანტია.
- საავანსო თანხის დაქვითვა მოხდება ეტაპობრივად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ებიდან.
- გარანტიების ვადები უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების დასრულების ვადას 1 თვით.
პრეტედენტის კვალიფიკაცია:
- პრეტედენტი არ უნდა იყოს შეყვანილი მოვალეთა რეესტრში
- პრეტედენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომმასზე არ ხორციელდებე ლიკვიდაცია ან რაიმე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპისშეზღუდვა.
სამუშაოების მიღება ჩაბარება და ანგარიშსწორება:
- სამუშაოების მიღება ჩაბარება მოხდება, შესრულებული სამუშაოს მოცულობის დათვლის შემდეგ, თვეში ერთხელშესრულებული სამუშაოს აქტის (ფორმა 2) გაფორმებით და შესაბამისი ანგარიშ ფაქტურის გამოწერის შემდეგარაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, პრეტედენტის მიერ ხელშეკრულებაშიდაფიქსირებულ საბანკო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში.
პრეტედენტის ვალდებულება:
- პრეტედენტი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაშრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
სამუშაოების განხორციელების ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა:
- სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს შპს ევროპის უნივერსიტეტი - ს შესაბამისი უწყების თანამშრომლები
- შპს ევროპის უნივერსიტეტი იტოვებს ვალდებულებას, მშენებლობის პროცესში, შემსრულებელთანშეუთანხმებლად ნებისმიერ დროს გადაამოწმოს სამშენებლო მასალების ხარისხი შესაბამის აკრედიტირებულლაბორატორიაში. მოთხოვნილი ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში აცნობოს წერილობითი ფორმითსამუშაოების მწარმოებელს და გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს კონტრაქტი.
- სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 19 მაისი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი:
შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი”-ის ვიცე -რექტორი რევაზ ბეგიაშვილი Maill: begiashvili.revaz@eu.edu.ge 995 577 055 878
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები