ჩაბარების ვადა:

7 ივნისი 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T17444 - ტენდერი ნავსადგურის ადმინისტრაციულ შენობაში გარე საევაკუაციო კიბის მოწყობის პროექტის შემუშავებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბათუმის საზღვაო პორტი“ აცხადებს ტენდერს ნავსადგურის ადმინისტრაციულ შენობაში გარე საევაკუაციო კიბის მოწყობის პროექტის შემუშავებაზე.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

კომერციული შეთავაზება სრულად უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას. კომერციული შეთავაზება პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარდგენილია მომხმარებლის ოფისში დალუქულ კონვერტში, დეტალების და საკონტაქტო მონაცემების მითითებით, პოტენციური მიმწოდებლის ბეჭდით დამოწმებული არაუგვიანეს 07.06.2023 12.00 საათამდე. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კომერციული შეთავაზებები განხილვას არ ექვემდებარება და უბრუნდება პოტენციურ მიმწოდებელს. ყველა საჭირო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და რუსულ ენებზე

კონტრაგენტების საყურადღებოდ:
ტენდერში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა დაიყოს 2 კონვერტად:

  • კონვერტი 1 შეიცავს კომერციულ შეთავაზებას და განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად, კონვერტზე აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.
  • კონვერტი2 შეიცავს ყველა ტექნიკურ დოკუმენტაციას ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.
  • თითოეულ კონვერტზე უნდა მიუთითოთ ინფორმაცია თანდართული დოკუმენტების შესახებ, ე.ი. შესაბამისად „განცხადება ტენდერში მონაწილეობის შესახებ“ და „ტექნიკური დოკუმენტაცია“.
  • აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში,  ტენდერზე განაცხადი იქნება უარყოფილი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები