ჩაბარების ვადა:
2 ივნისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT17489 - ტენდერი სარეკლამო აბრის დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრის დამზადება/მონტაჟზე.
მანათობელი ყუთის (Lightbox) დამზადება/მონტაჟზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
- დამატებით ექსელის ცხრილში (დანართი N1) მოცემულია სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის მასალები, სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება, ფასები უნდა შეიცავდეს მონტაჟის ღირებულებას, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ობიექტისთვის და ტრანსპორტირების ხარჯს თბილისსა და მის შემოგარენში; ასევე, თანდართულია ფაილი (დანართი N2), სადაც მითითებულია სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის სპეციფიკაციები;
- სურათებზე (დანართი N2) მითითებული არის სტანდარტული ზომები (აბრის ესკიზის მიხედვით, შეიძლება დაკორექტირდეს ზომები )
- აბრები დასამზადებელია საქართველოს მასშტაბით, წლის განმავლობაში დაახლოებით 80 ახალი ობიექტისთვის და ასევე ძველ ობიექტების აბრები უნდა შეიცვალოს ახალი ესკიზის მიხედვით;
- ძველი სარეკმალო აბრის შეცვლის შემთხვევაში, დემონტაჟის ღირებულება უნდა იყოს უფასო;
- ესკიზის მოწოდების შემდეგ, კომპანია ვალდებულია სამუშაოების შესრულებამდე ადგილზე ნახოს ობიექტი, შეაფასოს სირთულე და გადაამოწმოს ზომები;
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს)
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარში;
დამატებითი მოთხოვნები:
- მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მასალის ნიმუშები ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში, გამარჯვების შემთხვევაში, საცდელად უნდა დაამზადონ ჩვენს მიერ შერჩეული ერთ-ერთი ობიექტის აბრის ესკიზის მიხედვით ნიმუში.
- სარეკლამო აბრის/მანათობელი ყუთის საგარანტიო ვადა უნდა განისაზღვროს 2 წლის ვადით
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 25 მაისიდან 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
ელ. ფოსტა: nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები