ჩაბარების ვადა:
9 ივნისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17490 - ტენდერი რაჭა და ბჟუჟა ჰესებზე სადაწნეო მილსადენების ულტრაბგერითი შემოწმების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს რაჭა და ბჟუჟა ჰესებზე სადაწნეო მილსადენების ულტრაბგერითი შემოწმების მომსახურების შესყიდვაზე #25/05-GIEC-Hydro/Racha-Bjuja-23.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასრულებელი სამუშაოების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N3)
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მისამართი:
- ოზურგეთის რაიონი, სოფელი გომი
- ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ჰესის ტექნიკური დავალების დეტალური ფაილი და ფოტომასალა, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (დანართი N2).
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რაჭა და ბჟუჟა ჰესებზე სადაწნეო მილსადენების ულტრაბგერითი შემოწმება“ და ნომერი - #25/05-GIEC-Hydro/Racha-Bjuja-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 09 ივნისი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები