ჩაბარების ვადა:

9 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17496 - ტენდერი შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ობიექტებზე პერსონალისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

,,შპსლუკოილ-ჯორჯიააცხადებს ტენდერს 2-ეტაპიან შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ობიექტებზე პერსონალისთვის სპეციალური ტანსაცმლის შეკვეთაზე, ლუკოილ ჯგუფის ბენზინგასამართი სადგურების პერსონალის ბრენდირებული და სპეციალური ტანსაცმლის კატალოგის მიხედვით.

სპეცტანსაცმლის ყიდვა ბენზინგასამართი სადგურების, ნავთობ ბაზების ოპერატორებისა და მაღაზიის პერსონალისთვის:

  • მამაკაცის ზაფხულის უნიფორმა (ოპერატორი) კომპლექტი
  • მამაკაცის ზამთრის უნიფორმა (ოპერატორი) კომპლექტი
  • მოკლემკლავიანი მაისური (ოპერატორი)
  • გრძელმკლავიანი მაისური (ოპერატორი)
  • ჟილეტი (ოპერატორი)
  • კეპი ზაფხულის
  • ქუდი ზამთრის
  • საწვიმარი (ოპერატორები)
  • უნიფორმა მოკლე მკლავით (დამლაგებელი)
  • უნიფორმა გრძელი მკლავით (დამლაგებელი)
  • მამაკაცის პოლო-მაისური (კონსულტანტი)
  • ქალის პოლო-მაისური (კონსულტანტი)
  • მამაკაცის ჟილეტი (კონსულტანტი)
  • ქალის ჟილეტი (კონსულტანტი)
  • მამაკაცის კეპი (კონსულტანტი)
  • ქალის კეპი (კონსულტანტი)

სპეცტანსაცმელი უნდა აკმაყოფილებდეს GOST No27575-87, 12.4.031-84, 12.4.101-93, 12.4.131-83 მოთხოვნებსა და ტექნიკურ მახასიათებლების, ასევე კორპორატიულ სტანდარტს STO LUKOIL 1.6.15.1 - 2019 წ. შესაფერისი, ანტისტატიკური და კომფორტული გამოსაყენებლად. პრეტენდენტებს უნდა ჰქონდეთ ტექნიკური შესაძლებლობები, ხელშეკრულების პირობების შესრულების უფლების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტები. აპლიკანტებმა სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს სპეცტანსაცმლის ნიმუშები და მათზე შესაბამისი სერტიფიკატები.

დამკვეთი: შპს „ლუკოილ-ჯორჯია“
მისამართი; საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო, N11, ტელ.: +995 (32) 238-99-92
საკონტაქტო პირი: თამარა თორდია
ტელ. (+995) 599 970 006
საკონტაქტო ტელეფონები: +995 (32) 238-99-92 შიდა 1001
ელ. ფოსტა: info@lukoil.ge

სამუშაოების (მომსახურება, მიწოდება) დაწყების და დასრულების თარიღები: ტენდერის შედეგების მიხედვით.

სრული დოკუმენტაცია გამოგეგზავნებათ ტენდერში მონაწილეობის შესახებ მიღებული განაცხადისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმნტაციის განხილვის შემდეგ.

ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 09 ივნისი 18:00 საათი, ზემოთ მითითებულ მისამართზე. განაცხადთან ერთად აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული საკვალიფიკაციო კითხვარი.

სატენდერო წინადადებებისა და სპეციალური ტანსაცმლის შესაბამისი ნიმუშების (ზემოთ მითითებული ჩამონათვალის მიხედვით) მიღების/წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 ივნისი 18:00 საათი, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის პირველი ეტაპი (წარმოდგენილი ტექნიკური მასალის შეფასება) გაიმართება 2023 წლის 26 ივნისს 15:00 საათზე, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის მეორე ეტაპი (კომერციული ნაწილი - ვაჭრობა) გაიმართება 2023 წლის 30 ივნისს 15:00 საათზე, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

სატენდერო წინადადებების კონვერტების გახსნის პროცესში რეგისტრირებული აპლიკანტების წარმომადგენლების მონაწილეობა სავალდებულოა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორებები განხორციელდება კონტრაქტორის ანგარიშზე საბანკო გადარიცხვით.

სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის მეორე ეტაპის ჩატარების თარიღიდან არანაკლებ 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

სატენდერო წინადადებები წარმოადგინეთ ქართულ ან რუსულ ენებზე.

ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება დაიდება ტენდერის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

ტენდერში გამარჯვებულმა საქონელი, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიაწოდოს მისამართზე: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო, N11, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ სათაო ოფისი.

ფორმა - "განაცხადი ტენდერში მონაწილეობისთვის", ასევე სხვა ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მოწვევაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

ასევე, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ, სპეციალური ტანსაცმლის შეკვეთაზე, ლუკოილ-აზერბაიჯანის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://tender.az/orders/lukoil-azerbaycan-qsc-1254.html

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები