ჩაბარების ვადა:

7 ივნისი 2023, 17:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T17497 - ტენდერი სხვადასხვა სიმძლავრის სიხშირული გარდამქმნელის (კომპლექტში ელექტრო ფართან) შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 7 ივნისი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სხვადასხვა სიმძლავრის სიხშირული გარდამქმნელის (კომპლექტში ელექტრო ფართან) შესყიდვაზე.

1.2 შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

  • 1,5 კვტ სიხშირული გარდამქმნელი - 2 ერთეული
  • 2,2 კვტ სიხშირული გარდამქმნელი - 2 ერთეული
  • 2,2 კვტ სიხშირული გარდამქმნელი (კომპლექტში ელექტრო ფართან)- 3 ერთეული
  • 4 კვტ სიხშირული გარდამქმნელი - 2 ერთეული
  • 4 კვტ სიხშირული გარდამქმნელი (კომპლექტში ელექტრო ფართან)- 3 ერთეული
  • 5,5 კვტ სიხშირული გარდამქმნელი (კომპლექტში ელექტრო ფართან)- 2 ერთეული
  • 11 კვტ სიხშირული გარდამქმნელი - 2 ერთეული
  • 18,5 კვტ სიხშირული გარდამქმნელი - 1 ერთეული
  • 75 კვტ სიხშირული გარდამქმნელი - 1 ერთეული
  • 75 კვტ სიხშირული გარდამქმნელი (კომპლექტში ელექტრო ფართან)- 1 ერთეული
  • 200 კვტ სიხშირული გარდამქმნელი (კომპლექტში ელექტრო ფართან) – 1 ერთეული
  • 250 კვტ სიხშირული გარდამქმნელი (კომპლექტში ელექტრო ფართან)- 1 ერთეული

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • სიხშირული გარდამქნელები სასურველია (არა აუცილებელი) იყოს არა ზოგადი დანიშნულების, არამედ წყალმომარაგების სისტემაში გამოყენების ფუნქციით აღჭურვილი
  • ელექტრო ფარი უნდა შეიცავდეს შემდეგ მაკომპლექტებლებს:
  • ელექტრო ფარი - IP 54;
  • გამწოვი/შემწოვი ვენტილატორი ფილტრებით
  • გამწოვი ფილტრები
  • სიხშირული მართვის პანელის წინა კარზე გამოსატანი ნაკრები
  • ავტომატური ამომრთველი
  • დნობადი მცველის ბუდე
  • დნობადი მცველი
  • პოტენციომეტრი
  • სელექტორული გადამრთველი
  • ავარიული ღილაკი
  • რელეს ბაზა
  • რელე
  • საინდიკაციო ნათურა წითელი
  • საინდიკაციო ნათურა მწვანე
  • საინდიკაციო ნათურა ყვითელი
  • 250 კვტ სიხშირული გარდამქმნელი სრულ ტექნიკურ შესაბამისობაში უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების მქონე ელექტრო ძრავთან:
  • სიმძლავრე: 200 კვტ
  • ძაბვის საფეხური: 400 ვოლტი
  • ბრუნთა რიცხვი: 1488 ბრ/წთ-ში

1.3 განფასება 

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში.

1.5 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი

  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი: 
  • თბილისი, წყალსადენის ქ. N7

1.6 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

  • საგარანტიო ვალდებულება: მხარეების მიერ მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვისა

1.7 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური პროდუქციის იმპორტის გამოცდილება, რაზედაც მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • მწარმოებელ კომპანიას სასურველია გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის წარმოების მინიმუმ 20 წლიანი უწყვეტი გამოცდილება და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

1.8 ანგარიშსწორების პირობები

  • ანგარიშსწორება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 
  • მომწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ავანსი არა უმეტეს 50%-სა, მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე

1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონელზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია/სერტიფიკატი,
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;

1.10 ხელშეკრულების გაფორმება

  • წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.11.1 წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: vtsiklauri@gwp.ge

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 7 ივნისი, 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: vtsiklauri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 577 73 66 44

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 მაისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა