ჩაბარების ვადა:

9 ივნისი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T17499 - ტენდერი საქართველოს ბანკის ოფისებისთვის ავეჯის შეკვეთით დამზადებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სსსაქართველოს ბანკიაცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ოფისებისთვის ავეჯის შეკვეთით დამზადებასა და მონტაჟზე.

ტენდერში მონაწილეობისთვის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა კომპანიამ  რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).  

მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს;
  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;   
  • დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, ხოლო სისტემაში უნდა დააფიქსიროს ფასი დანართი N1-დან - „სულ სატენდერო ფასი (ლარში) გადასახდების ჩათვლით“;
  • დანართ N1-ში დაფიქსირებული ერთეული ფასებით განისაზღვრება მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა წლის განმავლობაში. ფასების ცხრილში მოცემული რაოდენობები არის საორიენტაციო, ჯამური რაოდენობა რაც ბანკს შესაძლოა დასჭირდეს წლის განმავლობაში, ხოლო მოწოდება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ცალკეული შეკვეთების შესაბამისად. თუმცა ბანკი აღნიშნულ რაოდენობაზე პასუხისმგელობას არ იღებს. ფაქტობრივი შეკვეთების წლიური მოცულობა შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც მეტი ასევე ნაკლები;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ავეჯის დამზადებასთან და მონტაჟთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს;
  • ფასები უნდა მოიცავდეს თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯებს; 
  • შემოთავაზება უნდა აკმაყოფილბდეს დანართ N1-ში მოცემულ სპეციფიკაციებს და უნდა იყოს დანართ N3-ში მოცემული ნახაზების შესაბამისი;
  • მხოლოდ ბანკის კუთვნილი მზა ავეჯის მონტაჟის შემთხვევაში, ავეჯის ობიექტზე მიწოდება ევალება ბანკს, მომწოდებელი ვალდებული იქნება მხოლოდ დაამონტაჟოს აღნიშნული ავეჯი; 
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • ცალკეული შეკვეთის შესრულების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მოცულობისა და სირთულის მიხედვით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით;
  • შემოთავაზებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი; 
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი