
20 სექტემბერი 2016, 17:10
სტატუსი:
დასრულებულიT1760 - ტენდერი სტრუქტურული საკაბელო სისტემის ინსტალაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს სტრუქტურული საკაბელო სისტემების ინსტალაციაზე.
შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა:
- სტრუქტურული საკაბელო სისტემები (ორმაგი წერტილის ინსტალაცია).
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
სხვა პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით, მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
- თანხის გადახდა მოხდება ყოველჯერზე შესყიდული მომსახურების გაწევის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
- კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ჯამურად კალენდარულ წელიწადში არანაკლებ 2000 წერტილის მონტაჟის, მათ შორის ერთ ობიექტზე არანაკლებ 300 წერტილის მონტაჟის დამადასტურებელი ხელშეკრულებები;
- სპეციფიკაციიდან გამომდინარე კომპანია მზად უნდა იყოს სამონტაჟო საქმიანობის 24/7 მხარდაჭერისთვის;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სტრუქტურული საკაბელო სისტემების მოწყობის ტოპოლოგიური ნახაზი;
- ქსელური მონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის პარალელურ რეჟიმში, თაბაშირ-მუყაოს კედლის მიღმა, გოფრირებული მილების გამოყენებით, ასევე რბილ იატაკში;
- დავალება წარმოდგენილია ნაგებობის პირობითი პროექტის საშუალებით (იხ. თანდართული ფაილები, სულ 53X2 ქსელის წერტილი).
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 13 სექტემბრიდან 2016 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- სატენდერო წინადადებას უნდა დაერთოს ინჟინრების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
- გამოყენებული სამონტაჟო მასალების სრული ჩამონათვალი და მასალების ხარისხის დამდასტურებელი დოკუმენტი;
- დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- გამოყენებული მასალებისა და ელემენტების მოკლე სპეციფიკაცია:
- Communication Rack;
- Cat5e UTP solid cable;
- Wall Mount Box double Keystone jack RJ45-თითოეილი მომხმარებლისთვის.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
თეა გიორგაძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (7435)
მობ.:(+995 599) 91 50 78
ელ-ფოსტა: theagiorgadze@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 სექტემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=642&lang=geo