ჩაბარების ვადა:
16 ივნისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT17672 - ტენდერი რაჭა-რიცეულა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, აცხადებს ელექტრონულ ტენდერს რაჭა-რიცეულა ჰესის ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარის მოწყობის შემდეგ, დასრულებული სამუშაოს (პროექტის) ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვაზე #08/06-GIEC-Hydro/Expert-Racha-Riceula-23.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასრულებელი სამუშაოების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N2)
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მისამართი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ, სამუშაოს დასრულების შემდგომ წარმოდგენილი საბოლოო ფორმა N2-ის, ბეტონის კუბების ლაბორატორიული დასკვნისა და ფარული სამუშაოების აქტების საფუძველზე წარმოდგენილ უნდა იქნეს საექსპერტო დასკვნა.
- აუცილებელია წინადადების წარმოდგენამდე სიტუაციის ადგილზე შესწავლა პრეტენდეტის მიერ და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რაჭა-რიცეულა ტექნიკური წყალმომარაგების რეზერვუარის მოწყობის შემდეგ დასრულებული სამუშაოს (პროექტის) ექსპერტიზა“ და ნომერი - #08/06-GIEC-Hydro/Expert-Racha-Riceula-23, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 16 ივნისი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები