ჩაბარების ვადა:
19 ივნისი 2023, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T17767 - ტენდერი სოკარის ბრენდირებული არომატიზატორის 700,000 ერთეულის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
''სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს სოკარის ბრენდირებული არომატიზატორის 700,000 ერთეულის შესყიდვაზე.
ტექნიკური სპეციფიკაცია:
- არომატიზატორი უნდა იყოს ნატურალური მუყაოსგან, ორივე მხრიდან დაბრენდილი, მინ. სისქე 3მმ, დიამეტრი 7 სმ, თანდართული ფაილის შესაბამისად;
- დიზაინი და ფერები სოკარის ბრენდბუქის კოდების მიხედვით
- ვანილის ან წიწვოვანი ხეების არომატით;
- არომატიზატორს არ უნდა ქონდეს ექსტრაქტის ლაქები;
- არომატი უნდა იყოს თანაბრად მდგრადი მინ 10 დღე;
- არომატიზატორი უნდა იყოს დაფასოებული ჰერმეტულად პოლიეტილენის პარკში, შეფუთული 500 ერთეული მუყაოს ყუთებში;
- თან უნდა ერთოდეს წარმოშობის სერთიფიკატი;
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- პრეტენდენტმა კომპანიამ შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ნიმუში, რომელიც დამზადებული უნდა იყოს ტენდერში მითითებული ტექნიკური სპეციფიკაციების და დიზაინის შესაბამისად.
- შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის მოწოდებისათვის განსაზღვრულ ვადაში არ იქნება მოწოდებული ნიმუში, პრეტენდენტი დაექვემდებარება ტენდერიდან დისკვალიფიკაციას.
- 700 000 ერთეული არომატიზატორის სრულად მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში
გადახდის პირობები: მოლაპარაკების თანახმად
საგარანტიო პირობები: 6 თვე
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 19 ივნისი, 17:00 საათი.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი: სოფიო ბასილაძე
მობ: 598904466
შენიშვნა:
- პრეტენდენტმაკომპანიამსატენდეროწინადადებაუნდაწარმოადგინოსეროვნულვალუტაში, დღგ-სგადასახადისმითითებით.
- პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი შემოთავაზება, კონკრეტული ერთეულის და ჯამური ფასის მითითებით.
- პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებით
- უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული არომატიზატორების ტექნიკური სპეციფიკაცია და ასევე, ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ.
- პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლის და ნიმუშის მოწოდების ვადების შესახებ.
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები