27 ივლისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT17790 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიან მომსახურებაზე თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან ჯანმრთელობის დაზღვევის ერთწლიანი მომსახურება, თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებისათვის.
- კომპანია წარმოდგენილია ქვეყნის უმეტეს რეგიონში.
- ჯამში დაზღვეულთა რაოდენობა არის 3349 ადამიანი. აქედან 2425 არის თანამშრომელი, 924 ოჯახის წევრი.
დაინტერესებულ სადაზღვევო კომპანიებს ვთხოვთ წარმოადგინოთ შემოთავაზება ქართულ ენაზე შემდეგი ინფორმაციით:
- სადაზღვევო კომპანიის დასახელება;
- გამოცდილება;
- კლიენტების რაოდენობა და დასახელება;
- ფასი
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ თევდორაძე
ტელეფონი: 599 158 191
E-mail: tenders@silknet.com; ttevdoradze@silknet.com;
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო # 7
მოთხოვნა:
- წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
- სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები