ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1797 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებისთვის სამსახურეობრივი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. თანდართულ ფაილში დაემატა შესასყიდი პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები. შეთავაზებების წარდგენის გაანხლებული ვადაა 2016 წლის 13 ოქტომბერი, 15:00.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებისთვის სამსახურეობრივი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

დასახელება S M L XL 2XL 3XL 4XL 5XL ჯამი
1 ქურთუკი 30 64 101 42 64 28 1   330
2 შარვალი 30 64 101 42 64 28 1   330
3 საწვიმარი                 150
4 ქუდი                 230

დაზუსტდება უშუალოდ შეკვეთის წინ ერთი კვირის ვადაში.

შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის დეტალური სპეციფიკაციები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • პროდუქციის ნიმუში (ნიმუშის წარმოდგენა არის აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოთავაზება არ მიიღება);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების, ხარისხისა და მიწოდების ვადის შესახებ (შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდარტმული თანდართული ფაილი NEOGAS_სააპლიკაციო ფორმა_ზამთარი 2016_2017);
  • ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადების შესახებ. (შემოთავაზებული საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვისა).

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 13 ოქტომბრის 15:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 30%; ხარისხი 30%; გამოცდილება 10% გადახდის პირობები 10%; მიწოდების ვადა 20%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge  ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით 599 67 14 14. საკონტაქტო პირი: ესმა ჩაჩანიძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ