ჩაბარების ვადა:

24 სექტემბერი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T181 - ტენდერი Q-matic 60*60 თერმული ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“აცხადებს ტენდერს რიგის მარეგულირებელი სისტემის (Q-matic) თერმოგრაფიული ქაღალდის შესყიდვაზე.

საქონლის დასახელება:

  • 900 ერთეული თერმოგრაფიული ქაღალდი Q-matic 60*60


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთიდან 10 (ათი) სამუშაო დღეს


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 16 სექტემბრიდან – 2014 წლის 24 სექტემბერი ჩათვლით
  • თანხის გადახდა მოხდება შეკვეთის მოწოდების შემდეგ
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ
  • გთხოვთ, მომსახურების ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 24 სექტემბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის რიგის მარეგულირებელი სისტემის (Q-Matic) თერმოგრაფიული ქაღალდის შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=314&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".