
13 ოქტომბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1819 - ტენდერი საცავის ბრონირებული კარის დამზადება-მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საცავის ბრონირებული კარის დამზადება-მონტაჟზე.
შენიშვნა:
* ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
* შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით;
სხვა პირობები:
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საკეტებიანი კარის დამზადებას, მონტაჟს და ტრანსპორტირებას საქართველოს მაშტაბით;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი (ფასის შეთავაზებასთან ერთად);
- საცავის კარი უნდა აკმაყოფილებდეს V კლასს, ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შეუღწევადობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და გამოცდის აქტები;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 6 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით;
- შეუღწევადობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და გამოცდის აქტები;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ტატო მირგატია
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7437)
მობ.:(+995 599) 100 833
ელ-ფოსტა: tmirgatia@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 13 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=648&lang=geo