18 ივლისი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT18219 - ტენდერი რაჭა ჰესის 0,4 კვ ელექტრული წრედების რეაბილიტაციაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 18 ივლისი 2023 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს რაჭა ჰესის 0,4 კვ ელექტრული წრედების რეაბილიტაციაზე 10/07-GIEC-S-23
თანდართული დოკომენტები:
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და სურათები დანართი 1-ის სახით.
სამუშაოს შესრულების ადგილი:
ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 
შენიშვნა:
დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
 - ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
 - ინფორმაცია გარანტიის შესახებ;
 - ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
 - პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
 
შენიშვნა:
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 10/07-GIEC-S-23 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 18 ივლისი, 17:00 საათი
საკონტაქტო პირი:
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური 
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge 
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე 
საკონტაქტო ნომერი: 598760796
ტენდერის კატეგორია:
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
 - 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
 - 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი