ჩაბარების ვადა:
22 ივლისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18222 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის კარ-ფანჯრების, მინის შესაფუთი ფირების, მინაპაკეტების მიწოდებასა და მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის კარ-ფანჯრების, მინის შესაფუთი ფირების, მინაპაკეტების მიწოდებასა და მონტაჟზე.
გამოცხადების თარიღი: 11 ივლისი, 2023 წ
დასრულების თარიღი: 22 ივლისი, 2023 წ
საკონტაქტო პირი:ბექამუმლაძე
ელ. ფოსტა: b.mumladze@bog.ge
მობ: 551 46 20 03
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერში მონაწილოების მისაღებად დაინტერესებული კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ბანკის შესყიდვების პორტალზე SAP Ariba.
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრებამხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადიპირობები(შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთოვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
- ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, რომელშიც უნდადააფიქსიროს ერთეული ფასები საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით, იმ შემთხვევაში თუ ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული პუნქტისთვის მასალა საჭირო არ არის, ან დემონტაჟი/ მონტაჟი/რემონტი არ სჭირდება შინაარსობრივად, განფასების შესაბამის ველებში მითითებულია „არ გამოიყენება“. ასევე, დანართი N1-ში ტენდერში მონაწილემ უნდა დააფიქსიროს მოგების (მოგება უნდა მოიცავდეს ზედნადებ ხარჯებსაც) პროცენტი;
- დანართ N1-ში ტენდერის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს ტრანსპორტირებისა და მივლინების ხარჯი 1 კმ-ზე, თბილისიდან 30 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ობიექტის შემთხვევაში;
- ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მომსახურების ადგილმდებარეობა და შესრულების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად ცალკეული შემთხვევებისთვის;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორებაგანხორციელდება ბანკის ცალკეული დაკვეთით შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
სატენდერო მოთხოვნები:
- არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესი ტენდერში მონაწილის წინააღმდეგ;
- ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 2 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
დოკუმენტაცია
19 ინსტრუქცია - მომწოდებლის რეგისტრაცია (მომწოდებლისთვის)
19 ინსტრუქცია - მომწოდებლის რეგისტრაცია (მომწოდებლისთვის)
RFP MN - კარ-ფანჯრები მინის შესაფუთი ფირები მინაპაკეტ ( 1)
RFP MN - კარ-ფანჯრები მინის შესაფუთი ფირები მინაპაკეტ ( 1)
დანართი N1 - Draft N5 (4)
დანართი N1 - Draft N5 (4)
ყველას ჩამოტვირთვა